შშმ ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა
საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შშმ ბავშვებისთვის თბილისში ახალი, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა. ინიციატივას შეუერთდა "m² უძრავი ქონება", რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადამ შმიდტი და "m² უძრავი ქონების" მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი ეწვივნენ აღნიშნულ მომსახურებას და ოფიციალურად გახსნეს ის.
სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება არის გარდამავალი მომსახურება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 18 წლამდე ბავშვებისთვის მძიმე და ღრმა დარღვევებით, რომელთაც ჯანმრთელობის რთული პრობლემები აქვთ. მომსახურების მიზანია, უზრუნველყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვა, ფსიქოსოციალური დახმარება და შესაბამისი პირობების შექმნა ბავშვების განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის.
სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება უზრუნველყოფს ბავშვებზე 24-საათიან ზრუნვას, საექთნო მომსახურებას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკური, ფუნქციური და ადაპტაციის უნარების განვითარებას. მომსახურების მიმწოდებლები არიან სპეციალისტთა მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და პედიატრი) და აღმზრდელები. მომსახურება ბავშვებისთვის ქმნის ოჯახურ გარემოს და ხელს უწყობს მათ ინკლუზიას საზოგადოებაში.
სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდმა აღჭურვა საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება და ჩაატარა ტრენინგები პროფესიონალებისთვის, რომლებიც ბავშვებთან იმუშავებენ.
მსგავსი მომსახურებების შექმნა საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას, გააფართოოს ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და თანდათანობით ჩაანაცვლოს ინსტიტუციური ზრუნვის მოდელი. საჭიროა კიდევ არაერთი მსგავსი ცენტრის გახსნა, რათა ბავშვები, რომლებიც კვლავ რჩებიან დიდი ზომის ჩვილ ბავშვთა სახლებში, ოჯახურ გარემოში გადავიდნენ.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები