ქართული თხილი მომწამლავი ნივთიერების შემცველობის გამო ბულგარეთში არ დაუშვეს
ქართული თხილი ბულგარეთის საზღვარზე ტოქსიკური ნივთიერების, აფლატოქსინების დიდი რაოდენობის გამო არ დაუშვეს. შესაბამისი შეტყობინება ევროკომისიის ვებსაიტზე ბოლოს 17 დეკემბერს გამოქვეყნდა, სადაც მითითებულია რომ რისკის მაჩვენებელი "სერიოზულია".
2018 წელს რვა შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ბულგარეთში ქართული თხილი არ დაუშვეს. ყველა შეტყობინებაში უარის მიზეზად აფლატოქსინების გადამეტებული რაოდენობა ფიქსირდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF) 2018 წელს მხოლოდ 6 შეტყობინება მიიღეს. ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF) შეტყობინებები თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ყოველწლიურად ეგზავნება თხილის მწარმოებელ ქვეყნებს.
აფლატოქსინები სიცოცხლისთვის სახიფათო მიკოტოქსინებია. სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ქეთევან დადიანი On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში აბსულუტურად ყველა უჯრედზე მოქმედებს და აზიანებს მათ. მისივე თქმით, ეს ტოქსინები განსაკუთრებით მოქმედებს ღვიძლის უჯრედებზე და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ აღიარებულია პირველი ჯგუფის კარცენოგენად.
სურსათის უვნებლობის ექსპერტი ხსნის, რომ შეიძლება წლების მერე იჩინოს თავი მომწამლავი ნივთიერების შედეგად გამოწვეულმა დაავადებამ:
"ისეთ დოზას ვერავინ მიიღებს, რომ იმ წუთშივე რაღაც ეფექტი ჰქონდეს მას. საქმე იმაშია, რომ ეს ნივთიერებები არა მწვავე მოქმედების ხასიათით გამოირჩევიან, რეალობაში, უფროი მეტად მათი ქრონიკული ზემოქმედება აქვთ თვეების განმავლობაში".
თხილის დაბინძურება აფლატოქსინებით შესაძლებელია გამოიწვიოს ასევე ტრანსპორტირებისას არასათანადო პირობებმა. მნიშვნელოვანია აგროღონისძიებების დროულად და სწორად ჩატარება, შესაბამისი წესების დაცვა მოკრეფის, დასაწყობების და შრობის პროცესში.
2016 წლის ივნისიდან თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომელიც თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხისა და ეტიკეტირების საკითხებს უნდა არეგულირებდეს.
2017 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2018 წლიდან ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის გადამუშავებულ თხილსა და თხილის გულს ამზადებს, ვალდებულია დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები