არჩევნების მეორე ტურში ფეისბუქზე დისკრედიტაციული გვერდების რაოდენობა გასამმაგდა — ISFED-ის ანგარიში
სამართლიანი არჩევნების მიერ ჩატარებული მონიტორინგით წინასაარჩევნო პერიოდში ფეისბუქი არა მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიისთვის, არამედ ორგანიზებული და მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანიებისათვის გამოიყენებოდა.
ISFED-ის ცნობით, სოციალურ მედიაში პოლიტიკური ჯგუფების აქტივობამ და ნეგატიურმა კამპანიამ უფრო მეტად აგრესიული სახე მიიღო.
"ინტენსიური სახე ჰქონდა სოციალური მედიით კანდიდატებისა და პოლიტიკური აქტორების დისკრედიტაციის მცდელობას ანონიმურ ფეისბუქგვერდებზე განთავსებული დასპონსორებული კონტენტის მეშვეობით. ანონიმური გვერდების რაოდენობა მეორე ტურის წინ გასამმაგდა და მათი მხრიდან იმატა მადისკრედიტირებელი პოსტების დასპონსორების ტენდენციამ", —ნათქვამია კვლევაში.
ორგანიზაციის ცნობით, დისკრედიტაციული ფეისბუქგვერდები მოქმედებდნენ, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე გრიგოლ ვაშაძისა და მათი მხარდამჭერი პარტიების წინააღმდეგ მკვეთრად გამოხატული ნეგატიური გზავნილებით.
ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ გვერდები მეორე ტურის წინ ძირითადად ორ მოწინააღმდეგე ბანაკად გაიყო.
"განსხვავებით კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიებისა თუ ლიდერების ფეისბუქგვერდებისაგან, ანონიმურ გვერდებზე მკვეთრად ნეგატიური, შეძლება ითქვას, ამორალური კამპანია მიმდინარეობდა, ხდებოდა სპეკულირება კანდიდატების პირადი ცხოვრებით, ასევე ხშირად ქვეყნდებოდა ქსენოფობიური თუ ჰომოფობიური პოსტებიც", — ნათქვამია მონიტორინგში.
ISFED-ის ცნობით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში თვალშისაცემი გახდა ორგანიზებული ურთიერთშეტევა და საპირისპირო მხრიდან მომავალი დისკრედიტაციული გზავნილების საპასუხო დისკრედიტაციული კამპანიების წარმართვა.
"თუ გრიგოლ ვაშაძის მოწინააღმდეგე გვერდების მიერ აქტიურად ვრცელდებოდა POSTV-ს კამპანია #არამიშას, სადაც მოქალაქეები ენმ-ს მმართველობის პერიოდიდან გამომდინარე საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე საუბრობდნენ, საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე გვერდებმა წამოიწყეს კამპანია #არასალომეს, სადაც ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები სალომე ზურაბიშვილს რუსეთის ინტერესების გამტარებლად და მოღალატედ მოიხსენიებდნენ, მისი მთავარსარდლობა კი დაუშვებლად მიაჩნდათ", — აცხადებენ კვლევის ავტორები.
მათივე ცნობით, მეორე ტურის წინ შეიქმნა ან გააქტიურდა ყალბი მედიის გვერდები, რომლებიც ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. მათი სახელწოდება და ლოგოები მომხმარებელს აფიქრებინებდა, რომ ეს გვერდები ჩვეულებრივ საინფორმაციო სააგენტოებს წარმოადგენენ, სინამდვილეში კი მათი პოსტები ერთ მხრივ ხელისუფლების მხარდაჭერისკენ, მეორე მხრივ კი - გრიგოლ ვაშაძისა და ენმ-ს საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ორგანიზაციის განმარტებით, პოსტების დიდი ნაწილი დასპონსორებული იყო.
"ამ გზით გვერდები ახერხებდნენ დისკრედიტაციული გზავნილების ფართო აუდიტორიებამდე მიტანას", — განმარტებულია კვლევაში.
ISFED-ის ცნობით, საინტერესო ტენდენციის სახე ჰქონდა ასევე კანდიდატის მოჩვენებითად მხარდამჭერი გვერდების მომრავლებას მეორე ტურის წინ.
"აღნიშნული ფეისბუქგვერდები, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდებოდნენ ოფიციალური კამპანიის გვერდებისგან. თუმცა, პოსტების შინაარსის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ისინი სინამდვილეში მათ წინააღმდეგ იყო მიმართული, ვისი სახელითაც თითქოსდა მოქმედებდნენ", — აცხადებენ სამართლიან არჩევნებში.
მონიტორინგის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების, მათი წარმდგენი/მხარდამჭერი პარტიებისა და კამპანიის ოფიციალური ფეისბუქგვერდები, ძირითადად, კანონის მოთხოვნების დაცვით მოქმედებდნენ.
"თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი ოფიციალური ფეისბუქგვერდის გამოყენებით სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობა გასწია. მათ გვერდზე ქვეყნდებოდა დასპონსორებული პოსტები, რომლებშიც პარტია ღიად უჭერდა მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. დასპონსორებული პოსტებისთვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას და, შესაბამისად, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის დარღვევას", — აცხადებენ არასამთავრობო.
ISFED ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ გიორგი ვაშაძემ, რომელიც გრიგოლ ვაშაძის კამპანიის მენეჯერია, და ზაალ უდუმაშვილმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქგვერდებზე სააგიტაციო შინაარსის არაერთი დასპონსორებული პოსტი გამოაქვეყნეს, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსხურის წინაშე დეკლარირებული უნდა იყოს, როგორც შემოწირულობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულიც ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად.
მათივე ცნობით, ხშირი იყო ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათებში სოციალური ქსელების მეშვეობით აგიტაციის გაწევით საარჩევნო კოდექსის დარღვევის ფაქტები - მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ და ოპოზიციის კანდიდატის წინააღმდეგ აგიტაციაში მეორე ტურის განმავლობაშიც კვლავაც აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები.
- შუალედურ ანგარიშში სამართლიანი არჩევნების შესწავლის საგანია შემდეგი ოთხი მიმართულება;
- საპრეზიდენტო კანდიდატების, მათი წარმდგენი პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიის ოფიციალური გვერდების აქტივობა და მათი შესაბამისობა კანონმდებლობასთან;
- ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების მიერ ფეისბუქზე აგიტაცია;
- ადგილობრივი თვითმმართველობის და აჭარის ა/რ ორგანოების ოფიციალური ფეისბუქგვერდების მონიტორინგი;
- ძირითადად პოლიტიკური აქტორების დისკრედიტაციისა და საზოგადოებრივ განწყობებზე ზემოქმედების მიზნით შექმნილი ფეისბუქგვერდების აქტივობა, მათი მოქმედების ტაქტიკა და ძირითადი მესიჯები.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები