ირაკლი კობახიძე: ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ვადის გაზრდაზე კანონს დაჩქარებული წესით მივიღებთ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ხანდაზმულობის ვადის გაზრდაზე პარლამენტი კანონს დაჩქარებული წესით მიიღებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მათ გაითვალისწინეს ზვიად გამსახურდიას ოჯახის მოთხოვნა, ამ საკითხთან დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება და პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც ხანდაზმულობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, ვადის გაგრძელება შეეხება ყველა იმ საქმეს, რომელიც მოექცევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაში. ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსში, რომელსაც მომდევნო კვირაში დაამტკიცებენ.
დეპუტატი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს აქვს "მორალური ვალდებულება", გამოიძიოს ზვიად გამსახურდიას საქმე.
ერთი დღით ადრე, 21 დეკემბერს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გასაგრძელებლად კანონში ცვლილება შესულიყო.
14 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილებმა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისა და დამნაშავის დასჯის მოთხოვნით პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს.
ზვიად გამსახურდიას საქმე
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის და საქმე დაიხურება. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს.
ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. 2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.
2009-2011 წლებში საქართველოს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე იმუშავა დროებითმა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მიმართავდა მთავარ პროკურატურას "სათანადო რეაგირება" მოეხდინა საქმეზე გამოვლენილ "ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე". გამსახურდიას ოჯახმა 2014 წელს მიმართა საქართველოს მთავრობას საქმის გამოძიების დასრულების თხოვნით.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები