იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბარამიძეს პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი გახდა. ამის შესახებ პარტიამ დღეს, 24 დეკემბერს გაავრცელა განცხადება.

"თავისუფალ დემოკრატებსა და სანდრო ბარამიძეს სრული ღირებულებითი თავსდებადობა და ბიოგრაფიული მსგავსებაც გვაკავშირებს. ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელი გახდა წინა ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ მოქალაქეებზე და თავისუფალმა დემოკრატებმა, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო სანდრო ბარამიძემ, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა და პრინციპულმა პიროვნებამ, კოალიცია ქართული ოცნების რიგებში გაერთიანებულებმა, ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სამართლის გზას აცდენილი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაში", — ნათქვამია განცხადებაში.

თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, მათ შედარებით ადრე, ხოლო სანდრო ბარამიძემ ცოტა მოგვიანებით, უარი თქვა ხელისუფლებაში ყოფნაზე და "არადემოკრატიული ხელისუფლების" ოპონირებით გადაწყვიტეს პოლიტიკაში დარჩენა.