აშშ-ს სასამართლომ ფხენიანს გარდაცვლილი სტუდენტის ოჯახისთვის $500 მლნ-ის გადახდა დააკისრა
აშშ-ს სასამართლომ დააკისრა ჩრდილოეთ კორეას, რომ $500 მილიონი გადაუხადოს ამერიკელი სტუდენტის, ოტო ვარმბაიერის ოჯახს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. სასამართლოs გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა ვარმბაიერის დატყვევებაში, წამებასა და სიკვდილშია პასუხისმგებელი.
ვარმბაიერების ოჯახმა კოლუმბიის სასამართლოში სარჩელი 2018 წლის აპრილში შეიტანა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ 22 წლის სტუდენტი ჩრდილოეთ კორეის ციხეში უკანონოდ იყო დატყვევებული, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. მშობლების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი შვილი სამართალდამცავების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო.
22 წლის ამერიკელი სტუდენტი, ოტო ვარმბაიერი 2016 წლის იანვარში, ფხენიანის აეროპორტში დააკავეს მაშინ, როდესაც ის ჩრდილო კორეის დასატოვებლად ემზადებოდა.
ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტი ჩრდილო კორეის დედაქალაქ ფხენიანში 29 დეკემბერს ჩავიდა. პირველ იანვარს მან სასტუმროს კედლიდან, რომელშიც რჩებოდა, პოსტერი ჩამოხსნა. ვარმბაიერის ქმედება ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.
ვარმბაიერს ბრალად ედებოდა ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრული ქმედება. დაკავების დღეს ის პრესისთვის გამართულ კონფერენციაზე წარსდგა, სადაც თქვა, რომ ნანობს თავის საქციელს. 2016 წლის 16 მარტს მას ჩრდილოეთ კორეის სასამართლომ 15 წლით მძიმე შრომა მიუსაჯა.
17-თვიანი პატიმრობის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, ამერიკული სტუდენტი გარდაიცვალა. ამერიკელმა ექიმებმა სტუდენტის სხეულზე წამების კვალი ვერ აღმოაჩინეს, თუმცა ტომოგრაფიულმა გამოკვლევამ ტვინის დაზიანება და გულის უკმარისობა აჩვენა.
ჩრდილოეთ კორეა წამების ფაქტს უარყოფდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ვარმბაიერს "საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისად" ეპყრობოდნენ. მათივე თქმით, საპატიმროში ის ბოტულიზმით დაავადდა, თუმცა ამერიკელმა ექიმებმა ვარმბაერის სხეულში დაავადების კვალი ვერ აღმოაჩინეს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები