იტალიაში შობის ღამეს საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა. იტალიური მედიის ინფორმაციით, კაცი ზოოპარკში შეიპარა და ვეფხვის გალიაში შიშველი შევიდა.

უცხოური მედიები წერენ, რომ შემთხვეის დროს ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაქცევა სცადა. როგორც On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის ჰოსპიტალში რჩება.