10 გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ბინის ყიდვისას ვუშვებთ
რამდენადაც სასიამოვნოა ახალ ბინაში პირველად ფეხის შებიჯება და იმის გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი თქვენ გეკუთვნით, იმდენადვე რთულია ბინის შერჩევა და ყიდვა. თუ ამ სერიოზული ნაბიჯის გადადგმაზე ფიქრობთ და ჯერ არანაირი გამოცდილება არ გაქვთ, ვეცდებით, დაგეხმაროთ, რომ სხვების შეცდომებზე ისწავლოთ და არა საკუთარზე. აქცენტი უმეტესად მშენებარე ბინებზე გავაკეთეთ, რადგან მათ მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალია.
ეს ის 10 შეცდომაა, რომელსაც ბინის პირველად მყიდველები ყველაზე ხშირად უშვებენ.
შეცდომა #1 - გზის პირას მდებარე კორპუსის შერჩევა
გაიხსენეთ, რომ თქვენ კომერციულ ფართს კი არა, ისეთ ბინას ეძებთ, სადაც დილით ფანჯარას გამოაღებთ, ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავთ და კარგ განწყობაზე დადგებით. სანამ ზუსტად გვეცოდინება, თბილისის რომელ უბანში რა სიტუაციაა ჰაერის დაბინძურების კუთხით, სჯობს, გზისპირა ნაგებობებში ცხოვრებას მოერიდოთ. გარდა ჰაერის დაბინძურებისა, გასათვალისწინებელია მუდმივი ხმაურიც, რომელიც მოსვენებას დაგიკარგავთ.
თუ აივნიდან გადახედვისას თქვენი მზერა ბეტონის კედლებს ეჯახება, დროთა განმავლობაში აივანზე გასვლის სურვილიც დაგეკარგებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ადგილი, სადაც კორპუსი შენდება, აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს.
შეცდომა #2 - სამშენებლო კომპანიაზე არჩევანის ბრმად გაკეთება
კომპანია, რომელსაც თქვენთვის ბინის ჩაბარება ევალება, აუცილებლად სანდო უნდა იყოს. შეიარეთ უკვე აშენებულ პროექტებში, გაესაუბრეთ იქ მაცხოვრებლებს, საგულდაგულოდ შეისწავლეთ კომენტარები Facebook ფეიჯზე, გამოჰკითხეთ ნაცნობებს აზრი და არც მნიშვნელოვანი დეტალების დაზუსტება დაგავიწყდეთ. მაგალითად, დაზღვეულია თუ არა მშენებლობა. ჩათვალეთ, რომ საიდუმლო აგენტი ხართ, რომელსაც კომპანიის საქმეების საგულდაგულოდ შესწავლა ევალება.
შეცდომა #3 - ბინის შერჩევა მხოლოდ კვადრატულობითა და ფასით, განლაგების გათვალისწინების გარეშე
თუ თქვენი ბინა სხვა ბინებს შორისაა მოქცეული და ზედა-ქვედა მეზობლებიც გყავთ, ზამთარში გათბობა არ გაგიჭირდებათ. რაც შეეხება ბინის ორიენტაციას, სჯობს სამხრეთ-აღმოსავლეთი ან სამხრეთ-დასავლეთი იყოს. სამზარეულოში აუცილებლად უნდა გქონდეთ ფანჯარა, ანუ ბუნებრივი სინათლის წყარო. მოერიდეთ ბინებს ლიფტის შახტასთანაც, თორემ თითოეული მეზობლის წასვლა-მოსვლის განრიგი მალე ზეპირად გეცოდინებათ.
ბინა თუ გამჭოლია, მშვენიერია, ხოლო კუთხის ბინას თავისი პლიუსებიც აქვს და მინუსებიც. ერთი მხრივ, სივრცის გადანაწილების უკეთესი შესაძლებლობა გექნებათ, თუმცა ტემპერატურის დარეგულირება ცოტა გაჭირდება.
შეცდომა #4 - მაღალი სართულების მიმართ ირაციონალური შიში
შესაძლოა, ერთ დროს მაღალი სართულები მართლაც არ იყო მოსახერხებელი, რაც პირველ რიგში, უშუქობის დროს შექმნილი დისკომფორტით იყო გამოწვეული, თუმცა მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ახალაშენებულ კორპუსებში ლიფტებს საკუთარი პერსონალი ემსახურება და მოულოდნელად შუქის ჩაქრობის შემთხვევაში, გენერატორიცაა გათვალისწინებული. წყალი კი მაღალ სართულებზე ისეთივე ნაკადით მოედინება, როგორც ქვემოთ.
მაღალ სართულს უპირატესობებიც აქვს: უფრო სუფთა ჰაერი, ნაკლები მწერი და, როგორც წესი, უკეთესი ხედიც.
თუ მიწისძვრის დროს მაღალ სართულზე უსაფრთხოების საკითხი გაღელვებთ, უბრალოდ დეტალურად გამოიკითხეთ სეისმომედეგობის საკითხი.
შეცდომა #5 - გაუმართლებელ კომპრომისებზე წასვლა
წარმოიდგინეთ, რომ ბინას ეძებთ და რომელიმე ვარიანტი ერთი ნახვით შეგიყვარდათ (თავისთავად, ესეც დიდი შეცდომაა), მერე კი აღმოაჩინეთ, რომ შენობას პარკინგი არ აქვს.
როგორ მოიქცევით?
ა) თავს დაარწმუნებთ, რომ ეს დიდი პრობლემა არაა და რამე რომ იყოს, მანქანას ახლომახლო ქუჩებზე გააჩერებთ;
ბ) სევდიანად ამოიოხრებთ და ძებნას გააგრძელებთ.
პირველი სცენარი სინამდვილეში იმის გარანტიაა, რომ ამ ბინაში ბედნიერი ვერ იქნებით. შერჩეული საცხოვრებელი თქვენს საჭიროებებს უნდა პასუხობდეს. მაგალითად, თუ ძაღლი გყავთ, იქვე უნდა არსებობდეს გასასეირნებელი სივრცე, ხოლო თუ ბავშვი გყავთ ან მის ყოლას აპირებთ - სათამაშო მოედანი.
შეცდომა #6 - გამწვანებული სივრცისა და ეზოსთვის არასაკმარისი მნიშვნელობის მინიჭება
გამწვანებულ სივრცეზე უარის თქმა ზედმეტად დიდი მსხვერპლია, რა ძალიანაც არ უნდა მოგწონდეთ საცხოვრებელი ფართი. ეზო მხოლოდ ბავშვებს არ სჭირდებათ, ის ერთგვარი ბარიერია თქვენს ბინასა და ხმაურიან სამყაროს შორის. ეზოს ფაქტორის არდაფასება სწორედ ის შეცდომაა, რომელზეც განსაკუთრებით ბევრს საუბრობდნენ ადამიანები, რომლებიც ამ სტატიისთვის გამოვკითხეთ.
გარდა ამისა, თუ ეზო მწვანე და მოვლილია, ბინიდან სამსახურამდე გზა ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება, განსაკუთრებით - მზიან ამინდებში.
შეცდომა #7 - ბინის ტიხრების დამოუკიდებლად დაგეგმარება
მოდით, ვაღიაროთ, არქიტექტორებმა ბინასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენზე უკეთ იციან და ამ ნაწილში მათთვის ნდობის გამოცხადება გონივრულია. მეორე მხრივ, ისინი თვითონ ვერ მიხვდებიან, რომ საკუჭნაოს გარდერობი გვირჩევნია და სტუდიოს ტიპის ბინას - განცალკევებული სამზარეულო. ეს თქვენი მოსაფიქრებელია.
კომპანია Next Door, რომელიც ვაკეში, ატენის ქუჩაზე აშენებს პროექტს, საკუთარ კლიენტებს დამატებითი ხარჯის გარეშე სთავაზობს არქიტექტორების კონსულტაციას.
თუ არქიტექტორებთან წარმატებით ითანამშრომლებთ, უზარმაზარშესასვლელიან და პაწაწინა მისაღებიან ბინაში ცხოვრება არასდროს მოგიწევთ.
შეცდომა #8 - ბლოკისა და მსგავსი "მოსაწყენი" დეტალების მიმართ უყურადღებობა
როცა იმით ხარ გართული, რომ მომავალ ბინაში ოთახებს ანაწილებ, დიდი შანსია, ბლოკებით არ დაინტერესდე, არადა პირველი, რაც მისამართისა და ფასის მერე უნდა გამოიკითხოთ, სწორედ სამშენებლო მასალებია.
Next Door Ateni პროექტისთვის ენერგოეფექტურ იტონგის ბლოკს იყენებს, რომელსაც შეუძლია, 35-40%-ით დაგიზოგოთ კომუნალური გადასახადები. მნიშვნელოვანია ხანძარმედეგობაც და ის ფაქტიც, რომ აირბლოკი მიწისძვრის შემთხვევაში მაღალ უსაფრთხოებას განაპირობებს.
შეცდომა #9 - ძალიან დიდი ან ძალიან პატარა აივანი
რამდენად გონივრულია, რომ 30 კვ.მ. ბინას 10 კვ.მ აივანი ჰქონდეს? რა თქმა უნდა, ამხელა აივანი ცუდი არაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიუჯეტი შეზღუდულია და აივნის ფართიც ფული ღირს, შესაძლოა, სჯობდეს, თანხა საცხოვრებელ სივრცეზე დახარჯოთ.
მეორე უკიდურესობა კი არარსებული აივანია, რაც საშუალებას გართმევთ, ბინის გარდა, გარე სივრცითაც ისიამოვნოთ. სამწუხაროდ, არარსებულ აივანს ვერც ერთი რაოდენობის ფანჯარა ვერ შეგიცვლით.
აქვე გირჩევთ, რომ ბინის მოწყობისას სათავსოები აუცილებლად გაითვალისწინოთ. კარგი იქნება, თუ ყველა საწოლს, დივანსა თუ სავარძელს ექნება შიდა სივრცე. ამგვარად, თქვენი აივანი ნივთების სასაფლაოდ არ გადაიქცევა და საშუალება მოგეცემათ, ის სათანადოდ გაამწვანოთ.
შეცდომა #10 - უკეთესი მომენტის ლოდინი
ყველას გვინდა, რომ ბინა საუკეთესო დროს, საუკეთესო ფასად ვიყიდოთ, თუმცა თუ ფიქრობთ, რომ ბინის შესაძენად მზად ხართ და ფინანსური შესაძლებლობაც გიმყარებთ ზურგს, დიდხანს ცდა არ ღირს. დიდი შანსია, საუკეთესო მომენტისა და დოლარის კურსის ლოდინში რომელიმე ხელსაყრელი შეთავაზება გაუშვათ ხელიდან, მაგალითად, წინასაახალწლო ფასდაკლებები.
შეიძლება, რეალურად ბაზრის დასტაბილურებას კი არ ელოდებით, უბრალოდ ბინის შეძენის გადაწყვეტილებაში საკმარისად დარწმუნებული არ ხართ, მაგრამ ის დრო, როცა უძრავ ქონებაში თქვენთვისვე შეუმჩნევლად გადაიხდით ათიათასობით დოლარს, შეიძლება არც არასდროს დადგეს. ასე რომ, სჯობს, ჯერ იყიდოთ ბინა და შემდეგ საკუთარი ფინანსური ცხოვრება ამ გადაწყვეტილების გარშემო ააგოთ, ვიდრე წლობით ელოდოთ საუკეთესო მომენტს.
და ბოლოს:
გაითვალისწინეთ, რომ როცა ბინას ყიდულობთ, სინამდვილეში ყიდულობთ მის გარემოსაც. ეს გარემო კი პირდაპირ სახლის ზღურბლიდან იწყება. სადარბაზო, ეზო, ირგვლივ განვითარებული ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო კვანძებთან სიახლოვე და უბანი - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ბინის ყიდვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები