რა დაგიჯდებათ საცივი და გოზინაყი საახალწლოდ
საცივი და გოზინაყი ქართული სადღესასწაულო სუფრის ორი მთავარი კერძია. მათ გარეშე საახალწლო სუფრა არ წარმოგვიდგენია. საინტერესოა, რა თანხა სჭირდება წლის მთავარი კერძისა და დესერტის მომზადებას 2018 წელს.
ე.წ. დეზერტირების ბაზარი ერთ-ერთია იმ პოპულარული ადგილებიდან, საიდანაც საახალწლო სამზადისი იწყება. აქ ხალხმრავლობა უკვე იგრძნობა, საცობია... წინასაახალწლო მზადყოფნაში არიან მოვაჭრეებიც, რომლებიც ფასდან დასმულ კითხვებს სწრაფად პასუხობენ და შევაჭრებისთვისაც მზად არიან. წლის მთავარი კერძის მოსამზადებლად საჭირო "ბიუჯეტი" დეზერტირების ბაზრის პროდუქტების მიხედვით შევადგინეთ.
საცივი
საცივის მოსამზადებლად, პირველ რიგში, ინდაურია საჭირო, რომლის ფასიც 55-დან 120 ლარამდე მერყეობს. ფულის დაზოგვის შემთხვევაში "სოფლის ქათამიც" გამოგადგებათ. მისი ფასი აგრარულ ბაზარში 30-35 ლარის ფარგლებში მერყეობს, ზომაზეა დამოკიდებული.
ნიგვზის ფასს ფერი და ხარისხი განსაზღვრავს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით 15-დან 30 ლარამდე მერყეობს. საცივისთვის ღია ფერის ნიგოზს უწევენ რეკომენდაციას, რომლის შეძენასაც 25-30 ლარად შეძლებთ.
გოზინაყი
საახალწლო სუფრის განუყოფელი ტკბილეული გოზინაყია. თუ გსურთ გემრიელი ნუგბარი გამოგივიდეთ, აუცილებლად ნატურალური თაფლი უნდა შეარჩიოთ, "დეზერტირებში" ერთი კილოგრამი თაფლის ფასი 15-17 ლარია. გოზინაყისთვის მცირედიც საკმარისი იქნება. ბაზარში 4-5 ლარად დაფასოებულ, 300 გრამ თაფლს იპოვით.
გოზინაყის დამზადება მუქი ფერის ნიგვზითაც შეიძლება. ამ შემთხვევაში ფასი იკლებს და 30-ის ნაცვლად 15-20 ლარადაც ნახავთ. დამტვრეულ ლებნების შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლებს გადაიხდით.
საბოლოოდ, ქართული ტიპური საახალწლო სუფრისთვის ერთი საშუალო ზომის ქათმით, ნახევარი კილოგრამი ნიგვზითა და სხვა სანელებლებით საცივის მომზადება, დაახლოებით, 50-55 ლარი დაგიჯდებათ. გაცილებით ძვირია ინდაურის საცივი. მისი ფასი, მოზრდილი, 120-ლარიანი ინდაურითა და ნახევარი კილოგრამი ნიგვზით (15 ლარი), შესაძლოა, 140-150 ლარამდეც კი ავიდეს. 300 გრამი თაფლითა და დაახლოებით 250 გრამი ნიგვზით გოზინაყის მოსამზადებლად აუცილებლად 10 ლარი უნდა გადადოთ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
კომენტარები