GoFundMe-მ ფული დაუბრუნა ყველას, ვინც თაღლითობაში ბრალდებულ უსახლკაროს დაეხმარა
GoFundMe-მ ათასობით ადამიანს, ვინც უსახლკაროს გასულ წელს ჯამში 400 ათას დოლარზე მეტი შეწირა, თანხა დაუბრუნა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოძიების მიხედვით, კეთილი ისტორია, რომლის მიხედვითაც უსახლკარო ქუჩაში დარჩენილ ქალს დაეხმარა, გამოგონილი აღმოჩნდა.
"ყველა დონორს, ვინც აღნიშნულ კამპანიაში ქველმოქმედების მიზნით ჩაერთო, თანხა დაუბრუნდა. GoFundMe თავის შემომწირველებს მუდამ დაიცავს", - განაცხადა GoFundMe-ის წარმომადგენელმა.
კამპანიაში 14 ათასზე მეტი დონორი მონაწილეობდა.
თაღლითობის გეგმა
კეთილმა ისტორიამ, უსახლკაროს მიერ ღამით ქუჩაში დარჩენილი ქალისთვის დახარჯულ უკანასკნელ 20 დოლარზე, 2017 წლის ნოემბერში მსოფლიო ერთი მიზნისთვის გააერთიანა. თუმცა, ის გამოგონილი აღმოჩნდა.
On.ge-ს მკითხველს აუცილებლად ემახსოვრება ამბავი, რომლის მიხედვითაც გვიან ღამით კეიტ მაკლურის ნიუ-ჯერსის გზაზე მანქანა გაუჩერდა და უახლოეს ბენზინგასამართ სადგურამდე ფეხით რომ არ წასულიყო, იქვე მყოფმა უცნობმა უსახლკარომ მას მანქანაში დაბრუნება ურჩია და საწვავი თავისი ფულით მიუტანა.
მოგვიანებით, ქალმა და მისმა შეყვარებულმა, ვითომდა ჯონის ძველი ცხოვრების დაბრუნების მიზნით, GoFundMe-ზე კამპანია წამოიწყეს და მისთვის 402 706 დოლარი მოიძიეს.
მათი ისტორია 2018 წლის აგვისტომდე აღარავის გახსენებია. იქამდე, სანამ კვლავ უსახლკაროდ ქცეულმა ჯონი ბობიტმა წყვილს, კეიტ მაკლურისა და მის შეყვარებულს, მარკ დამიკოს არ უჩივლა.
"მე ისევ ქუჩაში გამოვედი სამათხოვროდ, ისევ უსახლკარო ვარ და არც ფული გამაჩნია. თავდაპირველად, მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ მანქანაში ვცხოვრობდი, მათ მე გაფუჭებული მანქანა მომცეს", - ამბობდა ქუჩაში დაბრუნებული ბობიტი და ირწმუნებოდა, რომ მისთვის შეგროვებული ფული წყვილმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
როგორც BBC ნიუ-ჯერსის პროკურატურაზე დაყრდნობით ნოემბერში წერდა, 20 დოლარის ისტორია თავიდან ბოლომდე გამოგონილი აღმოჩნდა და ბობიტი წყვილს კამპანიის განთავსებამდე თვეებით ადრე იცნობდა. თაღლითობა — ამ მუხლით აქვს სამივე მათგანს ბრალი წაყენებული.
ბარლინგტონის პროკურატურის განცხადებით, კეიტს საწვავი არ გამოლევია და უსახლკარო მას 20 დოლარით არ დახმარებია. ამის ნაცვლად, სამივე მათგანი კეთილი და შთამაგონებელი ისტორიის მოფიქრებაზე მუშაობდა.
ზაფხულის ბოლოს დაწყებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცავებმა დამიკოსა და ბობიტს შორის გაგზავნილი 60 ათასზე მეტი მესიჯი წაიკითხეს და პროკურატურის ცნობით, ასე გახსნეს თაღლითური სქემა. წყვილი პოლიციამ 14 ნოემბერს დააპატიმრა და გირაოთი გამოუშვა, ხოლო ბობიტი ფილადელფიაში დააპატიმრეს და მისი გადაყვანა ნიუ-ჯერსიში იგეგმება.
GoFundMe, რომელმაც აგვისტოში უსახლკარო ბობიტს 20 000 დოლარი საქმის გამოსაძიებლად მისცა, აცხადებს, რომ ყველა შემომწირველს თანხას დაუბრუნებს. კომპანიის განცხადებით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ, რომ წყვილის მიერ დახარჯული თითოეული დოლარი დაიბრუნონ.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
კომენტარები