საქართველოში ყოველი მე-5 დაუსაქმებელი ქალი ამბობს, რომ ქმარი არ აძლევს მუშაობის უფლებას — კვლევა
გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ ზრდასრული ქალების 21 პროცენტი და პროდუქტიული ასაკის ქალების 27 პროცენტი თავს დიასახლისად აღიქვამს. ამის საპირისპიროდ, როგორც მთლიანი მოსახლეობის, ისე პროდუქტიული ასაკის კაცების ერთ პროცენტზე ნაკლები თავის ძირითად საქმიანობად საოჯახო საქმეებს ასახელებს.
კვლევის ავტორების ცნობით, პროდუქტიული ასაკის ყოველი მეოთხე ქალი საქართველოში საკუთარ თავს დიასახლისად მიიჩნევს, მაშინ, როცა მხოლოდ რამდენიმე კაცი ამბობს იმავეს საკუთარ თავზე.
"ეს მიუთითებს, რომ ქალების ეკონომიკური არააქტიურობის ძირითადი მიზეზი სამუშაო ძალის გენდერული დაყოფა და აუნაზღაურებელი მოვლა, აბრკოლებს ქალებს მუშაობაში. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს იმ ქალების პასუხები, რომლებიც ამბობენ, რომ არ მუშაობენ", — ნათქვამია კვლევაში.
ამავე კვლევის მიხედვით, ქალების 40 პროცენტი აღნიშნავს, რომ ისინი არ მუშაობენ "პირადი და ოჯახური მიზეზების" გამო; ეს მაჩვენებელი 22 პროცენტია კაცების შემთხვევაში. ქალების 24 პროცენტს ურჩევნია დარჩეს სახლში და იზრუნოს შვილებზე. შესაბამისად, არ იმუშაოს; კაცების შემთხვევაში კი მხოლოდ 2 პროცენტი ისურვებდა იმავეს.
ხუთიდან ერთი ქალი, რომელიც ამბობს რომ არ მუშაობს, აღნიშნავს, რომ მათი მეუღლეების სურვილია ისინი სახლში დარჩნენ. შედარებისთვის, კაცების შემთხვევაში იგივე სურვილი აქვს ორმოცდაათიდან ერთს.
ამავე კვლევის მიხედვით, იმ ქალების 6 პროცენტი, რომლებიც ამბობენ, რომ არ მუშაობენ, მიზეზად ასახელებს ბავშვთა მოვლის ხელმიუწვდომლობას ან დაბალ ხარისხს, კაცების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 1 პროცენტია. კვლევის პერიოდში, კაცების 1 პროცენტზე ნაკლები და ქალების 5 პროცენტი იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში. ქალების 4 პროცენტმა აღნიშნა, რომ ისინი უვლიდნენ შვილიშვილებს, მოხუც ახლობლებს, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნათესავებს და, შესაბამისად, არ მუშაობდნენ; კაცების შემთხვევაში კი აღნიშნული მიზეზი დაასახელა მხოლოდ 1 პროცენტმა.
"საერთო ჯამში, ქალების მიერ დასახელებული მიზეზები ერთნაირია როგორც თბილისის, ისე სხვა ქალაქებისა და სოფლებისათვის. თუმცა, ქალები სხვა ურბანულ დასახლებებში უფრო ხშირად მიუთითებენ, რომ შესაფერისი სამსახურის პოვნა ძნელია", — ნათქვამია კვლევაში.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები