30 მდუმარე დეპუტატი, რომელსაც 2018 წლის განმავლობაში პარლამენტში ხმა არ ამოუღია
2018 წელს საქართველოს პარლამენტში 49 პლენარული სხდომა ჩატარდა. დატვირთული გრაფიკის, ვრცელი განცხადებებისა და ზოგჯერ ჩხუბის მიუხედავად, 150 დეპუტატს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვის უფლებით არ უსარგებლიათ. 7 თებერვლიდან 20 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემები On.ge-ს საქართველოს პარლამენტიდან მიაწოდეს.
მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 30 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვა არ წარმოუთქვამს, არ გამოუყენებია არც პოლიტიკური განცხადებების უფლება და არც ფრაქციებისთვის გათვალისწინებული დრო, არ დაუსვამს კითხვა, ანუ როგორც პარლამენტის აპარატში განმარტავენ, მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს.
ჩამონათვალში ლიდერობენ ქართული ოცნების დეპუტატები. 30 "უთქმელი დეპუტატიდან" 24 ქართული ოცნების წევრია, 2 — ნაციონალური მოძრაობის, 2 — ევროპული საქართველოს, ერთი პატრიოტთა ალიანსის, ხოლო ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია.
ქართული ოცნება
ქართული ოცნების ამ 29 დეპუტატს შორის არის ისეთიც, რომელსაც 7 თებერვლიდან 22 დეკემბრის ჩათვლით პლენარული სხდომა არ გაუცდენია. მაგალითად, იოსებ მაკრახიძე. ასევე არის ისეთიც, რომელიც 49 სხდომიდან უმრავლესობას არ ესწრებოდა. მაგალითად, ირაკლი ხახუბია.
ქართული ოცნების იმ 30 დეპუტატის სია, რომელსაც 2018 წლის დასაწყისიდან 22 დეკემბრამდე პარლამენტში განცხადება არ გაუკეთებია:
- ლევან ბეჟანიძე;
- რუსლან გაჯიევი;
- ელგუჯა გოცირიძე;
- მახირ დარზიევი;
- მუხრან ვახტანგაძე;
- ცოტნე ზურაბიანი;
- გიორგი თოთლაძე;
- ედიშერ თოლორაია;
- შალვა კიკნაველიძე
- გიორგი კოპაძე;
- თეიმურაზ კოხრეიძე;
- იოსებ მაკრახიძე;
- სამველ მანუკიანი;
- სავალან მირზოევი;
- ენზელ მკონიანი;
- რომან მუჩიაშვილი;
- თამაზ ნავერიანი;
- დიმიტრი სამხარაძე;
- გოდერძი ჩანქსელიანი;
- არჩილ ხაბაძე;
- ფატი ხალვაში;
- ირაკლი ხახუბია;
- ვიქტორ ჯაფარიძე;
- თენგიზ ხუბულური.
ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობას პარლამენტში სულ 6 დეპუტატი ჰყავს. აქედან ორს სიტყვით გამოსვლისა და განცხადების უფლებით არ უსარგებლია და არც დასწრების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ დეპუტატებმა 2018 წლის პლენარული სხდომების მაქსიმუმ 90% გააცდინეს.
ეს დეპუტატები არიან:
- კობა ნაყოფია 47 გაცდენით;
- აზერ სულეიმანოვი 46 გაცდენით;
ევროპული საქართველო
ევროპულ საქართველოში სულ ორი დეპუტატია, რომელთაც განცხადება არასდროს გაუკეთებიათ, ორივე მათგანს პლენარული სხდომების ნახევარზე მეტი გაცდენილი აქვს:
- ზაზა კედელაშვილი 40 გაცდენით;
- გიორგი ღვინიაშვილი 46 გაცდენით.
დამოუკიდებელი დეპუტატი
რამაზ ნიკოლაიშვილი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა, ამ ცვლილების შემდეგ არ გააქტიურებულა. 47 პლენარულიდან 45 გააცდინა. იმ ორ პლენარულზე, რომელსაც დაესწრო, სიტყვის უფლება არ გამოიყენა.
პატრიოტთა ალიანსი
"მდუმარე პარლამენტართა სიაში", ბოლო 36-ე დეპუტატი პატრიოტთა ალიანსის წევრი გელა მიქაძეა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტების დეპუტატები გამორჩეულად აქტიურები არიან, მიქაძემ ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ შეძლო.
დეპუტატებმა ხელფასები 2018 წლის იანვარში 833 ლარით გაიზარდეს. შედეგად, მათმა ანაზღაურებამ 4 600 ლარს გადააჭარბა. ახალი რეგლამენტით, თითოეული საპარლამენტო თანამდებობისთვის დამატებით ანაზღაურებას პარლამენტის ბიურო დაადგენს.
ამავე თემაზე:
შესწორება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ On.ge-ს დაუკავშირდა პარლამენტის საჯარო ინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი და განაცხადა, რომ მათი მოწოდებული ინფორმაცია რამდენიმე უზუსტო მონაცემს შეიცავდა. მათ მონაცემები თავიდან დააჯამეს. შესწორებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, გაირკვა, რომ 2018 წელს პლენარულ სხდომებზე არა 35, არამედ 30 დეპუტატი იყო ჩუმად.
მასალის თავდაპირველ ვერსიაში "მდუმარე დეპუტატებად" საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით სხვებთან ერთად ქართული ოცნების დეპუტატები, გია ბენაშვილი, გრიგოლ მიქელაძე, პაატა მხეიძე, კობა ნაკაიძე და ლერი ხაბელოვი მოვიხსენიეთ. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა შეცდომა ჩაასწორა, აღმოჩნდა, რომ 5-ვე დეპუტატს მინიმუმ ერთხელ მაინც ჰქონდა გამოყენებული სიტყვის უფლება, უფრო კონკრეტულად:
- გია ბენაშვილი — 1 განცხადება;
- გრიგოლ მიქელაძე — 5 განცხადება;
- პაატა მხეიძე — 1 განცხადება;
- კობა ნაკაიძე — 1 განცხადება;
- ლერი ხაბელოვი — 4 განცხადება.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები