დავთანხმდი ნაკლებს ვიდრე მეკუთვნოდა — ანა სუბელიანმა იუსტიციის სამინისტროსთან დავა შეწყვიტა
დანაშაულის პრევენციის ცენტრის გათავისუფლებული თანამშრომელი ანა სუბელიანი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ხუთწლიანი დავა შეწყვიტა. სუბელიანის თქმით, სამინისტრომ მორიგება შესთავაზა და კომპენსაციის სახით 74 250 ლარის გადახდას დათანხმდა. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე დაწერა.
სუბელიანი წერს, რომ ორი ვარიანტი ჰქონდა: ბრძოლის სტრასბურგში გაგრძელება ან იმაზე ნაკლებზე დათანხმება ვიდრე ეკუთვნოდა.
"მე ჩემი ვთქვი. ახლა სხვა რამეები მაქვს სათქმელ-საკეთებელი. საქმე დავხურე. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიფიქრე და ჩემი შეუპოვრობა გამოვიგლოვე კიდეც.
იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74 250 ლარი დაუჯდა. აქედან ოცი პროცენტი ბიუჯეტში დავაბრუნე. მომივიდა მესიჯი 59 400 ლარის ჩარიცხვის შესახებ", — წერს სამოქალქო აქტივისტი.
სუბელიანის თქმით, დანაშაულისა და პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული მეორე თანამშრომელი თამაზ ახობაძე დავას ისევ აგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge ცდილობს ახობაძის და დანაშაულის პრევენციის ცენტრის კომენტარის მოპოვებას, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
სუბელიანის და ახობაძის საქმე
2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. ისინი გათავისუფლებას მინისტრის, თეა წულუკიანის პირად გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ, რადგან მათ ფეისბუკზე გააპროტესტეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის, დავით მაისურაძის, გათავისუფლება. სუბელიანმა და ახობაძემ სსიპ-ს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სააპელაციო სასამართლოში დავა 2017 წლის 9 მარტს მოუგეს.
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, თუმცა, უმაღლესმა ინსტანციამ 2017 წლის 18 სექტემბერს დაუშვებლად სცნო საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც უწყებას მათი სამსახურში აღდგენა და თითქმის 4-წლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ახობაძის თანამდებობაზე აღდგენას შეეხებოდა მის სამუშაო ადგილზე დანიშნულმა პირმა გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც.
23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა თამაზ ახობაძის საჩივარი და მიიჩნია, რომ მისი თანამდებობაზე აღდგენის განმხილველ საქმეებში მის ყოფილ სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირი არ უნდა ყოფილიყო ჩართული.
ამ საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველმა დანაშაულის პრევენციის ცენტრს გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის რეკომენდაციით მიმართა. ომბუსმენმა მიიჩნია, რომ ცენტრი გათავისუფლებული თანამშრომლების კანონიერ უფლებებს არღვევს.
უზენაესი სასამართლოს ორი განჩინების მიუხედავად თამაზ ახობაძე სამსახურში ჯერ კიდევ არ აღუდგენიათ. On.ge ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ახობაძის სამსახურში აღდგენა რთული პროცესია და ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. მათივე თქმით, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით სიახლეები იქნება, თუმცა კონკრეტულად რა სიახლეები, პრესსამსახურმა არ დააკონკრეტა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები