თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემდეგ თბილისის მერიასაც დაავალა, რომ On.ge-ს ჩამონგრეულ მეტროსადგურ ვარკეთილზე ინფორმაცია მიაწოდოს. სასამართლომ გადაწყვეტილება 28 დეკემბერს მიიღო.

ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის გამო გასული წლის 30 იანვარს 14 ადამიანი დაშავდა. სამუშაოების ხარისხის დასადგენად On.ge თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან და თბილისის მერიისგან ვარკეთილისა და ახმეტელის მეტროსადგურებში ჩატარებულ რემონტზე ექსპერტულ დასკვნებს ითხოვდა. ამ დასკვნებში უნდა იყოს ასახული რა ღირებულების მოცულობითი სამუშაოები შეასრულეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა და რამდენად სწორად გადაიხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თანხა.

თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია სამუშაოების შესრულების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას არ გასცემს. მათ ჰგონიათ, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. ამ ინფორმაციის მისაღებად სასამართლოში დავა დაახლოებით 10 თვეა მიმდინარეობს. On.ge-ს სამართლებრივ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

ამავე თემაზე: