ეკა ბესელია: მოვითხოვ, ჩემი მონაწილეობით უმრავლესობის სხდომა ჩატარდეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისი მონაწილეობით უმრავლესობის სხდომის ჩატარებას მოითხოვს. როგორც ბესელიამ ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ფრაქციასთან კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხი აქვს გასარკვევი.
გარდა ამისა ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კომიტეტეში მოსამართლეების საკითხის განხილვას მხარს უჭერდა.
"რა თქმა უნდა, ეს არის ფასეულობათა და ღირებულებათა შეუთავსებლობა. მე გადავხედავ ფრაქციასა და ჩემი ურთიერთობის საკითხს, როდესაც ამაზე ვისაუბრებ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ. გავარკვევ დეტალებს, რატომ მოხდა გადაწყვეტილების ასეთი ფორმით მიღება", — განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ პირველ მოადგილესთან, ვანო ზარდიაშვილთან უთანხმოებაზეც ისაუბრა. ბესელიას მიაჩნია, რომ ზარდიაშვილის მოადგილეობა უსამართლო და არასწორი იყო:
"ეს უკავშირდებოდა ისევ სასმაართლო საკითხებს. მე არ ვაპირებდი გადადგომას ამ უთანხმოების გამო. გადაწყვეტილება მივიღე ოთხშაბათს [26 დეკემბერს], დილით".
ბესელიას განმარტებით, ფრაქციაში მიმდინარე პროცესებმა არ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი დააზიანოს.
"მას აზიანებს ის მლიქვნელური დამოკიდებულება, მაამებლური და საკუთარი ინტერესებით ნაკარნახევი დამოკიდბეულება, რომელიც ჩანს ამ ვიწრო ჯგუფში. ბიძინა ივანიშვილს არ აზიანებს ეს პროცესი, რომელიც არის კეთილშობილური მიზნით, რომელიც არის ზრუნვით განპირობებული", — აღნიშნა ბესელიამ.
3 იანვარს ფოფხაძეს ქართული ოცნების ფრაქციამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინა და შესაბამისად, ის აღარ არის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
პარლამენტის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან ორი მიზეზით გაიწვიეს — პროცედურული დარღვევები და შეუთანხმებელი კანდიდატურა.
მდინარაძის განმარტებით, ფოფხაძე კომიტეტის პირველ მოადგილედ რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს, გარდა ამისა მისი კანდიდატურა ფრაქციასთან შეუთანხმებელი იყო.
ეკა ბესელია ამბობს, რომ ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევით მის მიმართ უმრავლესობამ სადამსჯელო ღონისძიება გაატარა. ოცნებაში დაპირისპირება სწორედ ბესელიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ დაიწყო.
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი უკვე წარდგენილია. ამის გამო, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.
ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფიქროს, რომ მისი არჩევა რეგლამენტის დარღვევით მოხდა. ეკა ბესელიას თქმით, რეგლამენტს კარგად იცნობს და იმოქმედა წესების შესაბამისად.
ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ ვინმე წავა ქართული ოცნების გუნდის წინააღმდეგ, ამას პასუხი აუცილებლად გაეცემა.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები