ბათუმში ქარმა სახლს სახურავი გადახადა — დაშავებულია 2 მოქალაქე

ფოტო: აჭარის ტელევიზია
ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე ქარმა ცხრასართულიანი სახლს სახურავი გადახადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა On.ge-ს უთხრა, რომ დაშავებულია ორი მოქალაქე. ისინი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ორი მანქანა. ძლიერი ქარის გამო, ბათუმიდან სულ 11 შეტყობინება შევიდა. ძირითადად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები და ხეები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები