TV პირველის მფლობელი, ვატო წერეთელი თიბისი ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებს
TV პირველის მფლობელი, ვახტანგ (ვატო) წერეთელი იმ კომპანიების მფლობელია, რომლებიც თიბისი ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეში ფიგურირებს. პროკურატურის ინფორმაციით, ბანკმა იმ კომპანიებზე გასცა 17 მილიონი დოლარის სესხი, რომელმაც თიბისის დამფუძნებელებს მამუკა ხაზარაძესა და ავთო ჯაფარიძეს იგივე თანხა ასესხა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვახტანგ წერეთელი შპს სამგორი თრეიდის 50%-იანი წილის მფლობელი, ხოლო შპს სამგორი M-ში 20%-იანი წილის მფლობელია. ორივე კომპანია სესხის აღებამდე დაახლოებით 2 წლით ადრე დაფუძნდა.
On.ge ცდილობს ვახტანგ წერეთელთან დაკავშირებას, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს.
"2008 წლის აპრილში და მაისში, შპს სამგორი თრეიდმა და შპს სამგორი M-მა, თიბისი ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც თიბისი ბანკმა საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს", — ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილით. ამ მუხლით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას დღეს, 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას "მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას" უწოდებს.
ვატო წერეთელი და ხელისუფლება
ბიზნესმენ ვახტან წერეთელს ხელისუფლებასთან პრობლემა 2018 წლის 21 თებერვალშიც ჰქონდა. ვახტანგ წერეთელი ტელეკომპანია პირველის წამყვან ჟურნალისტებთან ერთად, 2018 წლის 8 თებერვალს შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა დროსაც ტელეარხის ირგვლივ შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა ნეტგაზეთს ვახტანგ წერეთლის მონაყოლის მიხედვით უთხრა, პირველის პრობლემები დაიწყო 2017 წლის ზაფხულში. საქმე ეხებოდა იმ ბიზნესს, საიდანაც ხდებოდა ტელევიზიის სუბსიდირება, ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული პრობლემის გამო კი ტელევიზიამ ეს სუბსიდია დაკარგა.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ვახტანგ წერეთელმა ასევე თქვა, რომ ბიზნესმენი თემურ უგულავა მისგან ითხოვდა ტელეკომპანია პირველის წილების დათმობას იმგვარად, რომ მას ჰქონოდა დირექტორის დანიშვნისა და, შესაბამისად, მართვის საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წერეთელი დაკარგავდა თავის წილს აჭარაბეთში. ვახტანგ წერეთლისვე თქმით, შემოსავლების დაკარგვასთან ერთად, არსებობდა პირველის შენობისა და თავისი პირადი საცხოვრებელი სახლების დაკარგვის საფრთხეც, რადგან ყველა შენობა-ნაგებობა იპოთეკით იყო დატვირთული. დახურულ შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ტელეკომპანია პირველის მფლობელისა და ბიზნესმენ თემურ უგულავას დაპირისპირებაში ჩართული იყვნენ ვიცეპრემიერები, დიმიტრი ქუმსიშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა.
არასამთავრობოებთან პრობლემებზე საუბრისა და საჯარო განცხადების დაანონსებიდან 2 დღეში, 10 თებერვალს, თემურ უგულავამ ვახტანგ წერეთლისგან ერთ მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა შპს ს ინვესტის წილის 50%. რის შემდეგაც აღნიშნული კომპანიის 50% წილის მფლობელად ოფიციალურად დარეგისტრირდა თემურ უგულავა. დანარჩენი 50% წილის მფლობელი კი უცვლელი დარჩა – ის ბიზნესმენი თენგიზ ფერაძეა.
ს ინვესტისა და ს გემბლინგ ჰოლის წილების ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებულია, რომ გარიგების თანხა, ჯამში, 4 მილიონი აშშ დოლარი, გადახდილია ხელშეკრულების გაფორმებამდე. აქედან ერთი მილიონი პირდაპირ ვახტანგ წერეთელს გადაეცა, 3 მილიონი კი, თენგიზ ფერაძეს, რომელიც ფორმალურად ფლობდა წერეთლის არაოფიციალურ წილს. ამ დროისათვის უცნობია, სად წავიდა აღნიშნული $3 მილიონი, თუმცა ცნობილია, რომ ამ გარიგებებიდან მეორე დღეს, 11 თებერვლის შეხვედრაზე, არასამთავრობოებს წერეთელმა უთხრა, რომ თემურ უგულავასთან ყველა სადავო ბიზნესზე მორიგდა და მასთან არაფერი აკავშირებდა.
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
კომენტარები