შემოქმედის მიტროპოლიტი საპატრიარქოს არ დაელოდა და უკრაინას ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, საპატრიარქოსა და ხელისუფლების პოზიციას არ დაელოდა და უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭება მიულოცა. On.ge-სთან საუბარში ის ამბობს, რომ გავრცელებულ განცხადებაში ყველაფერი განმარტებულია და დამატებით არაფრის თქმა არ სურს:
"დიახ, მე დავწერე. საპატრიარქო თავის განცხადებას გააკეთებს, ეს ჩემი პირადი აზრია".
მიტროპოლიტმა მისალოცი წერილი შემოქმედის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა:
"ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყვეს, რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია, აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს".
საპატრიარქოში On.ge-ს განუცხადეს, რომ ჯერ არ იცნობენ მიტროპოლიტის განცხადებას და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე რამდენიმე დღის წინ პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემაც: "ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია".
უკრაინას ავტოკეფალიის მინიჭება უკვე მიულოცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ასევე, ავტოკეფალია უკვე მიულოცეს უკრაინას საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ და ქართველ მუსლიმთა კავშირმა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ როგორც მოქალაქე მიულოცავდა უკრაინას ეკლესიის ავტოკეფალიის მიღებას, თუმცა, არ ულოცავს, რადგან ის პრეზიდენტია.
"მე არ შეიძლება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლები პასუხისმგებლობით ვიდრე არის დღეს საპატრიარქო", — თქვა ზურაბიშვილმა.
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, საქართველოს საპატრიარქოს ჯერ არ მიულოცავს. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის განცხადებით, საპატრიარქო ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს (ბრძანებას) მომდევნო სინოდის სხდომაზე შეისწავლის და შემდეგ ექნება ოფიციალური პოზიცია.
"ტომოსი ხომ უნდა წავიკითხოთ, იქნებ რა წერია ამ ტომოსში, როგორ შეიძლება რომ გამოვხატოთ ოფიციალურად", — განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, ოფიციალურად გამოეყო უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.
წინა დღეს, 5 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ტომოსს ხელი მოაწერა. ტომოსის გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ უკრაინის მთავრობის წევრები, უმაღლესი რადას სპიკერი და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველო
კიევის პატრიარქი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მხარდაჭერას ელოდება.
"საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — განაცხადა კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა.
საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდება.
პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სინოდის სხდომა გადაწყვეტს რა პოზიცია ექნება საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან მიმართებაში. თუმცა მისივე თქმით, ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორია.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი
უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა.
კიევის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქს რუსეთის საპატრიარქოსგან გამოყოფა ამ წლის აპრილში სთხოვა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს უკრაინის პრეზიდენტმა და უმაღლესმა რადამ. მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ამბობდა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მალე მიიღებს, რადგან ეს მისი უფლებაა.
სინოდის სხდომის დროს რუსეთის საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის საკითხის გამო მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს ლოცვებში აღარ მოიხსენიებდა. ასევე, მის წარმომადგენლებთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტდა.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები