ამერიკელი კანონმდებლები ხაშოგის მკვლელობაზე
ამერიკელი კანონმდებლები პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ საუდის არაბეთს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობისთვის პასუხი მოსთხოვოს. ისინი პირობას დებენ, რომ თუ თეთრი სახლი ამ ინიციატივით არ გამოვა, მაშინ კონგრესი იმოქმედებს შესაბამისად.
ათზე მეტმა სენატორმა და წარმომადგენელთა პალატის წევრმა ორივე პარტიიდან პრესის თავისუფლების შესახებ გამართულ ღონისძიებაზე ხაშოგის საქმე გაიხსენა.
დემოკრატებმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს პრეზიდენტი იმის გამო, რომ მათი თქმით, ადმინისტრაციამ ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე საკმარისი სიმკაცრე არ გამოიჩინა. მათი თქმით, საუდის არაბეთს სტრატეგიულმა და კომერციულმა კავშირებმა ამერიკასთან იმის საშუალება არ უნდა მისცეს, რომ ისეთ დემოკრატიულ ღირებულებებზე გაიმარჯვოს, როგორიც გამოხატვის თავისუფლებაა.
"თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ კომერციული ინტერესები უფრო ძლიერია, ვიდრე ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენი ქმედებები, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ დავკარგეთ მორალური ავტორიტეტი", — ამბობს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.
დეკემბერში დემოკრატებს რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე წევრი შეუერთდა, რომლებიც ამ თვეების მანძილზე ითხოვდნენ მათგან მხარდაჭერას, მიუხედავად პრეზიდენტის განსხვავებული პოზიციებისა. დემოკრატები სთხოვდნენ სენატს (რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ) ისეთი რეზოლუციის მიღებას, რომლითაც ამერიკა შეწყვეტდა საუდის არაბეთის სამხედრო მხარდაჭერას, რომელსაც ეს უკანასკნელი იემენში მიმდინარე ომში იყენებს. კანონმდებლები ამბობენ, რომ ჟურნალისტის მკვლელობის საქმე ამისთვის საკმარისი მიზეზია, რადგან არსებობს საუდის არაბეთის პრინცის ამ საქმეში მონაწილეობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვები. ამგვარი რეზოლუცია ამ დრომდე არავის მიუღია, თუმცა ახლა, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში უკვე დემოკრატიული უმრავლესობა მუშაობს, შესაძლოა სხვაგვარი პროცესები განვითარდეს.
წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრების ლიდერი მაიკ მკკოული ამბობს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და გარკვეული ცვლილებები საჭიროა.
დემოკრატების წარმომადგენელი ელიოტ ენგელი, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარეა, როიტერთან საუბარში აცხადებს, რომ უახლოეს კვირებში საუდის არაბეთთან ამერიკის ურთიერთობის შესახებ კომიტეტში ცალკეული შეხვედრები გაიმართება.
ჯამალ ხაშოგი, ჟურნალისტი წარმოშობით საუდის არაბეთიდან, რომელიც ვაშინგტონ პოსტისთვის წერდა, 2 ოქტომბერს თურქეთში, საკუთარი ქვეყნის საკონსულოში შევიდა და გაუჩინარდა. მოგვიანებით, რამდენიმე ვერსიის შეცვლის შემდეგ, საუდის არაბეთმა დაადასტურა, რომ ის საელჩოში მოკლეს. ქვეყნის ხელმძღვანელობა ამას სხვა ჯგუფს აბრალებს და ამბობს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან და ისინი უკვე სასამართლოს წინაშეც წარსდგნენ. ამერიკის დაზვერვის სამსახურები ამბობენ, რომ მკვლელობის შემკვეთი საუდის არაბეთის პრინცი იყო.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები