ჭყონდიდის მიტროპოლიტი: უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის არმისალოც არგუმენტებს წონა არ აქვს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა რიგით მესამე მღვდელმთავარია, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს საპატრიარქოს მიღმა აფასებს. მისი თქმით, სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ არანაირი წონადობა იმ არგუმენტებს არ აქვს, რომ არ მიულოცონ და გაიზიარონ უკრაინის სიხარული. ამის შესახებ პეტრე ცაავამ ტვ პირველის ეთერში ლევან ჩხეიძესთან ინტერვიუში ისაუბრა:
"[ავტოკეფალია] როგორი ბედნიერება იყო ჩვენთვის... მაშინ რუსეთის ეკლესიას უნდა მიემსგავო, რომელიც ყაენის მდგომარეობაშია, ძმამ რომ შურით ძმა მოკლა".
პეტრე ცაავა ამბობს, რომ ზოგიერთ მღვდელმთავარს საპატრიარქოში მართლა მიაჩნია, რომ მეტი სიფრთხილეა საჭირო, ზოგს კი მიაჩნია, რომ აფხაზეთში მართლა შეიქმნება პრობლემები:
"მთავარია, საბოლოო ჯამში სიმართლე იზეიმებს და ჩვენ უსამართლობის მხარეს ვერ დავდგებით. ეს არის გარდაუვალი და ეს არის სამართლიანობა, რომ უკრაინას აქვს უკრაინის უწმინდესი ეკლესია".
არც საპატრიარქოს და არც ხელისუფლებას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ოფიციალურად არ მიულოცავს. გუშინ 13 იანვარს საკვირაო ქადაგებისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის ეკლესიის ავტოკეფალიის მილოცვისგან თავის შეკავება გულდასაწყვეტია. მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ეროვნული ეკლესიის არსებობას რელიგიურთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობა აქვს.
მანამდე, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა უკრაინის ეკლესიისთვის მისალოცი წერილი საკუთარი ეპარქიის გვერდზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია ჰქონდეს, "რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა".
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე რამდენიმე დღის წინ პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემაც: "ვინც არ ულოცავს უკრაინელ ერს ამ გამარჯვებას, ის ან რუსულ იმპერიალიზმს ეტრფის და ემსახურება, ან შეშინებული კონფორმისტია".
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის განცხადებით, საპატრიარქო ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს (ბრძანებას) მომდევნო სინოდის სხდომაზე შეისწავლის და შემდეგ ექნება ოფიციალური პოზიცია.
"ტომოსი ხომ უნდა წავიკითხოთ, იქნებ რა წერია ამ ტომოსში, როგორ შეიძლება რომ გამოვხატოთ ოფიციალურად", — განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, ოფიციალურად გამოეყო უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე.
წინა დღეს, 5 იანვარს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ტომოსს ხელი მოაწერა. ტომოსის გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ უკრაინის მთავრობის წევრები, უმაღლესი რადას სპიკერი და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კომენტარები