ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმას მხარი არ დაუჭირა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმას, რომელიც ევროკავშირთან იყო შეთანხმებული, მხარი არ დაუჭირა. გეგმის წინააღმდეგ 432-მა დეპუტატმა მისცა ხმა, მხარი კი 202-მა დაუჭირა.
უახლოეს საათებში ტერეზა მეიმ პარლამენტის კენჭისყრა უნდა შეაფასოს და ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სამომავლო ურთიერთობაზე ისაუბროს.
ოპოზიციონერმა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა მეის დამარცხებას კატასტროფული უწოდა. გარდა ამისა, ის მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის განხილვას ითხოვს. მანვე აღნიშნა, რომ 1924 წლის შემდეგ მთავრობა პარლამენტში ამხელა სხვაობით პირველად დამარცხდა.
ე.წ. მკაცრი ბრექსიტის მომხრეები ტერეზა მეის გეგმას აკრიტიკებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ევროკავშირი დიდ გავლენას შეინარჩუნებს. შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიან ისინიც, ვინც ახალი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ფორმალურად 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს, რის შემდეგაც სამწლიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყება. პარლამენტის კენჭისყრის შემდეგ უცნობია როგორ განვითარდება ბრექსიტისა და დიდი ბრიტანეთის ბედი.
ევროკავშირმა ერთობლივ განცხადებაში მოუწოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რომ რაც შეიძლება მალე გააჟღეროს სამოქმედო გეგმა. მათივე თქმით, ისინი მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის ბრექსიტზე შეთანხმების გარეშე.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები