Facebook-ზე არასამთავრობოების დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება
რამდენიმე დღეა Facebook-ზე სხვადასხვა გვერდები არასამთავრობოების ხელმძღვანელების ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან კავშირითა და შეურაცხყოფით მათ დისკრედიტაციას ცდილობენ. ფეისბუქგვერდების ნაწილი ახალი შექმნილია, ნაწილი კი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის ოპონენტებს აკრიტიკებდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები On.ge-სთან საუბრისას ამბობენ, რომ ყალბი ანგარიშები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები გააკრიტიკეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება ამ კამპანიებით ცდილობს ცილისწამებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების სიმწვავეს გაუსვას ხაზი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიმართ მტკივნეულ თემებზე იწყებენ საუბარს, ყალბი ანგარიშები აქტიურდებიან. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდშიც და ახლაც, როცა სასამართლო სისტემას აკრიტიკებენ. გიგაური ამბობს, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაჟღერებულ აზრებთან თანხვედრითა და პოსტების დასპონსორებაში ჩადებული რესურსით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაა ამ პროცესში ჩართული.
"მთავარი მიზანია, რომ ხმა არ ამოვიღოთ, არ ვილაპარაკოთ კრიტიკულ თემებზე და არ მივუთითოთ ხელისუფლებას თავის შეცდომებზე... თუ მმართველი პარტიის მიზანია ცილისწამებასთან ბრძოლა, მათი მხრიდან ყველაზე მარტივი გზა იქნებოდა, შეეწყვიტათ კამპანიები პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების წინააღმდეგ", — აღნიშნა გიგაურმა On.ge-სთან საუბრისას.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დირექტორის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, ფეისბუქის ყალბ ანგარიშებს ხელისუფლება მართავს და თავისი ოპონენტების "გასაშავებლად" იყენებს. აზრი არ აქვს, ვინ იქნება, პოლიტიკოსი, საზოგადოების წარმომადგენელი თუ ბიზნესმენი.
"ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებში ვმუშაობთ და პოლიტიკური ამბიციები არ გვაქვს, ასეთი მასალებით ვერავინ შეგვიცვლის პოზიციას. ეს მიუთითებს, რომ ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ადამიანები, სამწუხაროდ, არიან ჩართული ძალიან ბინძურ საქმეებში და შემდეგ თითქოს თვითონვე "ებრძვიან" კანონმდებლობის გამკაცრებით", — ამბობს მშვენიერაძე.
ხელისუფლებისა და ყალბი ფეისბუქგვერდებიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დისკრედიტაციაზე საუბრობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძეც. მისი თქმით, მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მის კოლეგებს ფაშისტები უწოდა, გაჩნდა რეკლამირებული პოსტები მათ წინააღმდეგ.
"ამის გამო ჩნდება ეჭვები, რომ ეს ერთი ადგილიდან შეიძლება იმართებოდეს... ამ პროცესში ჩვენ არ ვზარალდებით. უბრალოდ, გვგონია, რომ უკეთესი იქნება, ადამიანები ისეთი საქმით დაკავდნენ, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ღირებული იქნება", — უთხრა მან On.ge-ს.
ყალბი ანგარიშების მიერ გავრცელებული ინფორმაციასა და ხელისუფლების რიტორიკის მსგავსებაზე საუბრობს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე. მისი თქმით, ხელისუფლებისა და ამ გვერდებს საერთო კრიტიკის ობიექტები ჰყავდა. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში, თიბისი ბანკისა და ეკა ბესელიას შემთხვევაშიც, და ასეა ახლაც.
"ეს ცხადია, რომ არ არის ინდივიდუალური პირების თვითორგანიზებული ქმედებები. ამაში იხარჯება ძალიან დიდი თანხა. გვაქვს სქრინები, სადაც ჩანს ქართული ოცნების მიღწევებისა და ყალბი ექაუნთების მიერ გავრცელებული მადისკრედიტირებელი მასალების მსგავსება", — ამბობს ბენიძე.
ის არ გამორიცხავს, რომ არასამთავრობოების მიმართ მადისკრედიტირებელი მასალების გავრცელების მიზანი ხელისუფლების მხრიდან ცილისწამებისა და ყალბი ამბების გავრცელების შესახებ საკითხის გააქტიურება იყოს.
ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო გოგუაძე არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე. ეს ის საკითხია, რომლის რეგულირებაზეც მმართველი პარტიის სხვა წარმოამდგენლები, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი პატრიარქი საუბრობენ. გოგუაძე დასძენს, რომ ეს პრობლემა არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ იჩენს თავს, არამედ პოლიტიკოსების, მათ შორის მის მიმართაც.
"ჩემთვის ეს არის დიდი საკითხის ნაწილი, ვიდრე ერთი კონკრეტული შემთხვევა. ეს არის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნაწილი, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ, რომ მოვძებნოთ გზები, როგორ შეიძლება იყოს ყველაზე ადეკვატური გზა ამის საწინააღმდეგოდ", — განაცხადა გოგუაძემ On.ge-სთან საუბრისას და დასძინა, რომ ახლა საკითხის შესწავლას იწყებენ და შემდეგ გადაწყდება, უნდა იყოს თუ არა ეს სფერო დარეგულირებული.
კითხვაზე, აჩენს თუ არა ეჭვებს ის საკითხი, რომ ეს გვერდები წინასაარჩევნო პერიოდში ქართულ ოცნებას ირიბად ან პირდაპირ უჭერდნენ მხარს, დეპუტატი ასე პასუხობს:
"როცა დაზუსტებით არ გაქვს ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეფასება არის სპეკულირება. არ ვიცი რატომ უნდა შედიოდეს მმართველი გუნდის ინტერესებში, რომ ასეთი საკითხების უკან იდგეს?"
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები