პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადაა.

შესაბამის განკარგულებას პრემიერიმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ექვსი ბავშვი დაშავდა. ყველა ბავშვი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, მათგან ერთი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.