ტერეზა მეის მთავრობამ უნდობლობის ვოტუმი დაძლია
325 ხმით 306-ის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მთავრობამ წარმომადგენლობით პალატაში უნდობლობის ვოტუმი დაძლია. კენჭისყრა 16 იანვარს ჩატარდა.
მთავრობის უნდობლობის გამოცხადების წინადადება ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა წამოაყენა მას შემდეგ, რაც პალატამ მეის ბრექსიტის გეგმას მხარი არ დაუჭირა. გეგმის მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ მეის თანაპარტიელი კონსერვატორები. პარლამენტის გადაწყვეტილებით, 21 იანვარს მეიმ წარმომადგენლობით პალატას ევროკავშირთან შეთანხმების ახალი გეგმა უნდა წარუდგინოს.
ვოტუმის დაძლევის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ იმავე საღამოს საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს დაიწყებდა, ხოლო ორშაბათს ახალ შეთანხმებას შეიტანს განსახილველად. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პარლამენტი ვალდებულია, რეფერენდუმის შედეგები შეასრულოს.
გარდა იმისა, რომ გეგმას პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი, ის ევროკავშირთანაც უნდა იყოს შეთანხმებული. თუმცა ევროპული კავშირის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ და შეთანხმების გადახედვას არ აპირებენ.
ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ პარლამენტთან შეთანხმების ვერ მიღწევის შემდეგ მეი გადადგება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ვადამდელ არჩევნებს ითხოვს ჯერემი კორბინიც. გარდა ამისა, ის ითხოვს, რომ მთავრობამ არ დაუშვას ბრექსიტი შეთანხმების გარეშე.
"მის მთავრობას არ შეუძლია პარლამენტში შეთანხმება გაიტანოს, მან ახალი მანდატისთვის ხალხს უნდა მიმართოს", - განაცხადა ოპოზიციონერმა პარლამენტში.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ფორმალურად 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს, რის შემდეგაც სამწლიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყება. პარლამენტის კენჭისყრის შემდეგ უცნობია როგორ განვითარდება ბრექსიტისა და დიდი ბრიტანეთის ბედი.
15 იანვრის კენჭისყრის შემდეგ ევროკავშირმა ერთობლივ განცხადებაში მოუწოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რომ რაც შეიძლება მალე გააჟღეროს სამოქმედო გეგმა. მათივე თქმით, ისინი მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის ბრექსიტზე შეთანხმების გარეშე.
მეის შეთანხმება უკმაყოფილებას იწვევს როგორც ევროსკეპტიკოსებში, ისე ბრექსიტის მხარდამჭერებში. გეგმის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მსგავსი გეგმით დიდი ბრიტანეთი დაზარალდება და ევროკავშირის გავლენა ქვეყანაში შენარჩუნდება.
განსაკუთრებული უკმაყოფილება კი გამოიწვია შეთანხმება ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას საზღვრებს შორის. ირლანდია ერთადრთი ქვეყანაა, რომელთანაც ბრიტანეთს სახმელეთი საზღვარი აქვს. მეისა და ევროკავშირს მიაჩნია, რომ საზღვარი ნომინალური უნდა იყოს, სასაზღვრო პუნქტებისა და პასპორტის კონტროლის გარეშე, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან "მკაცრი ბრექსიტის" მომხრეები.
გეგმა არ მოსწონთ მეის თანაპარტიელ კონსერვატორებს. მათ პრემიერ-მინისტრს უნდობლობის ვოტუმიც გამოუცხადეს, რომელიც მან დაძლია.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები