თიბისი ბანკი მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა და ასეთად დარჩება", — ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, 18 იანვარს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, პროკურატურას შეკითხვები ჰქონდა კონკრეტულ ინდივიდებთან და ფინანსთა სამინისტროსა და საგამოძიებო სამსახურს ბანკთან არანაირი პრობლემა არ აქვს:

"ამას ადასტურებს ბანკის ისტორია, ისინი ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან, ამიტომ არაფერი ემუქრებათ".

თიბისი ბანკის აქციების ფასის ვარდნა დროში ემთხვევა საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეში მისი მეწილეები ფიგურირებენ.

9 იანვარს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ფული, როგორც ფიზიკურმა პირებმა, იმ კომპანიისგან ისესხეს, რომელსაც 17 მილიონი აშშ დოლარის სესხი თავად ბანკმა მისცა. უწყების ცნობით, 2008 წლის ბოლოს ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდანდოკუმენტები ამოიღო. თიბისი ბანკმა დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით პროკურატურას დღეს, 9 იანვარს უპასუხა და გავრცელებული ინფორმაციას "მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას" უწოდებს.