მანიფესტი მართლმსაჯულების გადასარჩენად — არასამთავრობოები და მოქალაქეები "მოსამართლეთა კლანის" წინააღმდეგ
დაახლოებით 40 წუთია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, ყოფილი მოსამართლეები და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. მათ მანიფესტი შეიმუშავეს.
ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული დემოკრატიული საზოგადოების მიზნის შესრულება, დამოუკიდებელი, თავისუფალი, ანგარიშვალდებული და სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტის გარეშე შეუძლებელია.
"დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში სხვადასხვა მიზეზთა გამო დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ვერ მოხერხდა. ქართული საზოგადოება ამ რეალობას და მისი მოგვარების აუცილებლობას კარგად იაზრებს, რისი უდავო დასტურია ის ფაქტი, რომ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, საზოგადოებრივი პროტესტის მთავარ საკითხს ყოველთვის სამართლიანობის მოთხოვნა წარმოადგენს", — აღნიშნულია მანიფესტში.
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2004 წელს სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას, თუმცა ხელისუფლების ქვეშ მოექცა, რომლიდანაც 2012 წელს დაწყებული არასწორი რეფორმების პირობებში თავი ვერ გაათავისუფლა.
"სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იგივე ჯგუფმა, "კლანმა, რომლის მეშვეობითაც წინა ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს... ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს, რომ კლანი სისტემატურად არღვევს ან არაკეთილსინდისიერად განმარტავს კანონს, ბოროტად იყენებს საკანონმდებლო ხარვეზებს. შეუძლებელია კლანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა სამართლებრივი გზით, რადგანაც სასამართლო სისტემას ის თავად აკონტროლებს. შესაბამისად, აღარ არსებობს იმედი, რომ ამ კლანის არსებობის პირობებში თუნდაც საუკეთესო კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება სასამართლოს გაჯანსაღება", — ვკითხულობთ მანიფესტში.
ხელმომწერი პირები აღნიშნავენ, რომ 2018 წლის დეკემბერში, როცა ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, საზოგადოება ახალი საფრთხის წინაშე დადგა: "კლანს" მიეცა შესაძლებლობა უვადოდ დააკომპლექტოს ქვეყნის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო:
"შეიქმნა რეალური საფრთხე, რომ საზოგადოება დაკარგავს დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების უკანასკნელ იმედს და ათწლეულების განმავლობაში სასამართლო სისტემა მოექცევა კლანის მმართველობის ქვეშ".
მოთხოვნები
- დაუყოვნებლივ გადადგეს მოსამართლის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში;
- დაუყოვნებლივ გადადგენენ მოსამართლის თანამდებობიდან კლანის ლიდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და მორჩილი მოსამართლის სიმბოლო - ლევან მურუსიძე;
- საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო ჩართულობით, და აუცილებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, შექმნას ისეთი რეგულაციები, პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატების შერჩევას;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა და წარდგენა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების, მოსამართლეთა შერჩევის გამართული და დემოკრატიულ საზოგადოებაში მისაღები პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერის შემდეგ".
ხელმომწერები
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის;
- ცენტრი ემპათია;
- ღია საზოგადოების ფონდი;
- თეთრი ხმაურის მოძრაობა;
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- ევროპის ფონდი;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი;
- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი;
- ციხის საერთაშორისო რეფორმა;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- დემოკრატ მესხთა კავშირი;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- ლიბერალური აკადემია თბილისი;
- საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა);
- საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო;
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- კავშირი საფარი;
- იურიდიული კომპანია BLB;
- კახა კოჟორიძე — ადვოკატი;
- კახა წიქარიშვილი — იურისტი;
- ირაკლი კორძახია — ადვოკატი;
- ანა ნაცვლიშვილი — იურისტი;
- მაია ბაქრაძე — თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
- თეა ხამხაძე — თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
- ბესიკ სისვაძე — თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
- მამუკა ახვლედიანი — თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
- თამარ ლალიაშვილი — უზენაესი სასამათლოს ყოფილი მოსამართლე;
- რატი ამაღლობელი — პოეტი;
- უჩა ნანუაშვილი — ყოფილი სახალხო დამცველი;
- ანა ფირცხალაშვილი — პროფესორი, იურისტი;
- ვახუშტი მენაბდე — კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები