ძალადობისგან დაცვის სისტემა გაუმართავია — ომბუდსმენი 4 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე
"ბავშვზე ძალადობა ქვეყნის პრობლემაა და არა ცალკეული ტრაგიკული შემთხვევა", — ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს.
მისი თქმით, ეს და სხვა არაერთი ფაქტი ნათლად აჩვენებს საქართველოში ბავშვზე ზრუნვის და ძალადობისგან დაცვის სისტემის გაუმართაობას. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ეფექტურად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას – დაიცვას ბავშვები ძალადობის და არასათანადო მოპყრობისგან.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგისა და ინდივიდუალური საქმეების შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებში სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ხშირად დაგვიანებულია და უშედეგო.
"პრობლემურია შემთხვევების დროული გამოვლენა და დაცვის ღონისძიებების გადაუდებელი განხორციელება. დღემდე კრიტიკულად მცირეა სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების რაოდენობა; შესაბამისად, არასაკმარისია მათი ჩართულობა, კვალიფიციური მხარდაჭერა და ეფექტიანი დაცვის ღონისძიებები, მათ შორის თანამშრომლობა შესაბამის უწყებებს შორის", — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
უწყების ცნობით, პასუხისმგებელი პირების მხრიდან, კვლავ სუსტია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ცოდნა და აღნიშნულის საფუძველზე საკუთარი მოვალეობების გაცნობიერება.
ომბუდსმენის აპარატი მიიჩნევს, რომ ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევების იდენტიფიცირებისას დროულად და ყველა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს რეფერირება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ხელი შეეწყოს შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოყენებას.
"ასევე აუცილებელია სისტემატური და ეფექტური მონიტორინგი. თავის მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ოჯახში ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვები დროულად უნდა გადაიყვანოს უსაფრთხო გარემოში და უნდა უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი სერვისების შეთავაზება", — ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ აღზრდის მცდარ სტერეოტიპებზე, რაც ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება.
"ყველას უნდა ესმოდეს, რომ მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა რეაგირება მოახდინონ და მიმართონ შესაბამის უწყებებს ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ქუჩაში, სანათესაოსა თუ სამეზობლოში", — განმარტავს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი "ჯართის" შეგროვების დროს დაღუპული ბავშვის შემთხვევასაც ეხმიანება და ამნბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს და არ შეიძლება შეფასდეს უბედურ შემთხვევად.
"ამ ტრაგედიას აქვს მიზეზი და მას ბავშვთა სიღარიბე ჰქვია. სახელმწიფო პროგრამები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ოჯახის დაცვას სიღარიბისგან და კვლავ პრობლემად რჩება არასრულწლოვნების ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი", — აცხადებს ომბუდსმენი.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ განსაკუთრებით პრობლემურია სოციალური პროგრამების დროში ეფექტიანობა და პრევენციული ხასიათი. ამის ერთ-ერთ მაგალითად ომბუდსმენს "კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა".
"მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის მიზანია ოჯახის გადაუდებელი საჭიროებების დროული დაკმაყოფილება, პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხშირად თვეებისა და, რიგ შემთხვევებში, წლების განმავლობაში ჭიანურდება", — ვკითხულობთ ამავე განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გატარდეს ქმედითი ღონისძიებები ბავშვზე ზრუნვის და ძალადობისგან დაცვის არსებული სისტემის რეფორმირების მიმართულებით. ომბუდსმენის აზრით, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას სოციალური სამსახურის ძლიერი მექანიზმი და ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიანი სისტემა.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ შეისწავლონ მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა მხრიდან გატარებული ღონისძიებები და გაანალიზონ, თუ რატომ ვერ მოხერხდა ბავშვის დაცვა ძალადობისგან.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატი თავის მხრივ შეისწავლის მომხდარ შემთხვევაში სახელწიფოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს და შეაფასებს მათ ეფექტიანობას.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები