მსახიობების რეაქციები, როცა გაიგეს, რომ ოსკარის ნომინანტები გახდნენ
წლევანდელი ოსკარის ნომინანტებს თუ გადავხედავთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო მსახიობების კატეგორიაში დიდი კონკურენციაა, განსაკუთრებით კი ქალებში. აქ ერთმანეთის პირისპირ გლენ ქლოუზი, ოლივია კოლმანი, მელისა მაკარტი, ლედი გაგა და იალიცა აპარისიო დაუპირისპირდებიან. ამ ხუთი კანდიდატიდან, თითოეული მათგანი საკუთარი პერფორმანსისთვის ნამდვილად იმსახურებს ჯილდოს, თუმცა მხოლოდ ერთი გახდება 24 თებერვლის ღამეს დოლბის თეატრის სცენაზე ასვლის ღირსი. დიდი ალბათობით, ეს ან ოლივია კოლმანი იქნება ან გლენ ქლოუზი, თუმცა ნაადრევად ამ პროგნოზის გაკეთება რთულია.
არანაკლებ დიდი კონკურენციაა საუკეთესო მსახიობი კაცისა და მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობების კატეგორიებშიც. გამარჯვებულების ვინაობას ჩვენ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გავიგებთ, თუმცა ამჯერად შეგვიძლია ვნახოთ, თუ რა რეაქცია ჰქონდათ თავად ნომინანტებს, როდესაც გაიგეს, რომ ნომინაცია მიიღეს.
ბრედლი კუპერი
"პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ ფილმის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა. მათ გარისკეს ყველაფერი, ბევრი გავრისკე მეც, რადგან ვიცოდი, რომ მეორე შანსი აღარ მექნებოდა. მიხარია, რომ აკადემიამ ეს რისკები და ეს ფილმი დააფასა და ღირსეულ ნომინანტთა გვერდით მეც ვარ"
უილიამ დეფო
"ვან გოგის როლის შესრულება ჩემთვის უდიდესი პატივი იყო და მიხარია, რომ კინოაკადემიამ ამ როლით ასეთი ღირსეული ადამიანების გვერდით მიმიჩინა ადგილი. დიდი მადლობა ყველას"
რიჩარდ გრანტი
"ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში ვიყავი ჩემს შვილთან ერთად. ტელეფონში ვუყურებდით ნომინაციების გამოცხადებას და როდესაც ჩემი სახელი თქვეს ვერ ვიჯერებდი, არც ახლა მჯერა რომ ნომინაციაზე წარმადგინეს. უდიდესი პატივია ეს ჩემთვის"
მაჰერშალა ალი
"მიხარია, რომ აკადემიამ ისეთი ღირსეული კანდიდატების გვერდით დამასახელა, როგორებიც ამ ნომინაციაში წარდგენილი მსახიობები არიან. ვაფასებ ფილმს, რომელშიც ვთამაშობ და მიხარია, რომ ის შეუმჩნეველი არ დარჩა"
სემ ელიოტი
"ნომინაციის გაგებისას პირველი რაც გონებაში მომივიდა იყო ის, რომ ვიფიქრე - ჯანდაბა, ამის დროც მოვიდა! 50-წლიანი კარიერის შემდეგ, როგორც იქნა ოსკარის ნომინაცია მივიღე. მართლა ძალიან მიხარია და გამიმართლა"
ემი ადამსი
"დიდი მადლობა კინოაკადემიას. მიხარია, რომ ნომინანტთა შორის აღმოვჩნდი ფილმით, რომელში მონაწილეობაც ჩემთვის დიდი პატივი იყო და მასზე მუშაობა მიყვარდა. ვულოცავ ყველა სხვა ნომინანტსაც"
ემა სტოუნი
"The Favourite-ზე მუშაობა ჩემი საყვარელი მეგობრების, ოლივია კოლმანისა და რეიჩელ ვაისის გვერდით, უდიდესი პატივი იყო. ძალიან მიხარია, რომ ფილმმა ამდენი ნომინაცია მიიღო და მადლობა აკადემიას, რომ ჩვენი მუშაობა შეუმჩნეველი არ დარჩა"
რეჯინა კინგი
"ძალიან ამაყი ვარ, რომ ისეთ დიდებულ ადამიანებთან მომიწია მუშაობა, როგორიც ამ ფილმს ჰყავდა. ბედნიერი ვარ, რომ აკადემიამ ნომინაცია მომცა და გულწრფელად ვულოცავ ყველა კატეგორიის ნომინანტს, თითოეული მათგანი დამსახურებულად წარადგინეს ოსკარზე"
რეიჩელ ვაისი
"დიდი მადლობა ამერიკის კინოაკადემიას, რომ ფილმი ამდენ ნომინაციაში წარადგინა. ძალიან ბედნიერი ვარ და ვთვლი, რომ გამიმართლა. ისეთი ნიჭიერი ქალების გვერდით ყოფნა, როგორებიც ამ კატეგორიაში არიან, ნამდვილად დიდი დაფასებაა"
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები