იდენტური შინაარსის ფრაზა, რომელსაც უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ დეპუტატები იმეორებდნენ
რამდენიმეკვირიანი დაპირისპირებისა და გუნდის დაშლის შესახებ ჭორების შემდეგ ქართული ოცნების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა უარყვეს აქამდე არსებული ინფორმაცია და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარტიიდან არავის გარიცხვა იგეგმებოდა.
გარდა ამისა, პარტიის მიმართ არსებობდა კიდევ ერთი კითხვა, როგორ მოიქცეოდა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და რას ეტყოდა, ე.წ "ამბოხებულ დეპუტატებს", მაშინ როცა ეკა ბესელია გუნდურობის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.
მოლოდინები და გავრცელებული ჭორები არც ამ შემთხვევაში დადასტურდა და დეპუტატებმა სხდომის შემდეგ ერთხმად აღნიშნეს, რომ ივანიშვილმა არათუ ვინმე გააკრიტიკა, არამედ "გააერთიანა". უმრავლესობის წევრებმა ბიძინა ივანიშვილი ერთი და იმავე შინაარსის ფრაზებით დაახასიათეს: პრაგმატული, პოზიტიური, გამაერთიანებელი მედიატორი.
On.ge გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის შესახებ:
ეკა ბესელია
"პარტიის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი, ის კარგად უძღვებოდა ამ არც თუ ისე იოლ სხდომას. კარგ მედიაციას ახდენდა ამ პროცესის და გვქონდა შესაძლებლობა გვეთქვა ყველაფერი".
ლევან კობერიძე
"პარტიის თავმჯდომარემ დღეს არათუ სურვილი დაგვანახა იმისა, რომ გუნდი იყოს ერთიანი. არამედ დღევანდელ შეხვედრაზე მან პირადად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გუნდის ერთიანობით იყოს მიღებული, შეჯერებული გადაწყვეტილება. რისთვისაც მე მადლობას ვუხდი მას".
გია ვოლსკი
"ბიძინა ივანიშვილი იყო საკმაოდ პოზიტიური... ამ შემთხვევაში იყო ძალიან პრაგმატული, ძალიან პრაგმატული მედიატორი და წამყვანი ამ..."
ზაქარია ქუცნაშვილი
"ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის არ დაზოგას არც პირად დროს და არც ენერგიას იმისთვის, რომ საზოგადოებასთან და გუნდთან მოხდეს შეთანხმება. ის იქცეოდა დღეს, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, როცა ცდილობდა ყველასთვის მოესმინა, ვინც კი ამ საკითხზე საკუთარ აზრს გამოთქვამდა".
არჩილ თალაკვაძე
"სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ის, რომ მან როგორც პარტიის თავმჯდომარემ და ჩვენი დიდი გუნდის ლიდერმა დღეს უზრუნველყო ის, რომ შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ გარემოში, ასევე, ყველა, თუნდაც განსხვავებული არგუმენტის განხილვით და შეჯერებით წარმართულიყო. მე ვფიქრობ მან დღეს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ პროცესი ბრუნდება ნორმალურ სამუშაო გარემოში".
ლევან გოგიჩაიშვილი
"ბიძინა ივანიშვილს დღეს ჰქონდა ძალიან რთული ფუნქცია იმიტომ, რომ მას უწევდა მედიატორის როლის შესრულება. ის ისმენდა სხვების პოზიციას და თავის პოზიციებსაც აფიქსირებდა. ბიძინა ივანიშვილი ჩემზე კარგად გამოხატავს, როცა ის ჩათვლის საჭიროდ რა არის მისი პოზიცია".
ნუკრი ქანთარია
"პროცესი არის ძალიან ჯანსაღი და მგონია, რომ ძალიან კარგი ჯანსაღი ეტაპი იწყება ქართულ ოცნებაში, შიგნით. დღევანდელი დღე იყო ამის მაგალითი და ამისი ავტორი გახლდათ თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წავიდა არა ტანკებისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდში. ყველა აზრი, განსაკუთრებით კრიტიკული აზრები, ყველა იქნა მოსმენილი და იქნა აწონილი".
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ეკა ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა.
წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.
ბოლოს ბესელიას განცხადებებს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიისა და გუნდურობის პრინციპების წინააღმდეგ წავიდა. ივანიშვილის თქმით, ბესელიამ ვიცე-სპიკერად დანიშვნის შეთავაზება არასწორად დაუკავშირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს. მისი განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ბესელიას არჩევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები