მეთიუ ლუისი, ჰარი პოტერის ფანებისთვის კი უბრალოდ ნევილ ლონგბოტომი დიდ განსაცდელში ჩავარდა.

მსახიობს გუშინ ღამე საფულე მოჰპარეს.

როგორც აღმოჩნდა, საფულეში ლუისისთვის ძვირფასო მხოლოდ ერთი ნივთი იყო და ისიც მისი ცოლის, ანჯელა ჯონსის მიერ მიწერილი წერილი.

სწორედ ამიტომ, მსახიობმა გადაწყვიტა ქურდისთვის ტვიტერიდან მიემართა და მისთვის საყვარელი ნივთის დაბრუნება ეთხოვა.

"თუ შენ ჩემი საფულე მოიპარე, ან შემთხვევით ქუჩაში იპოვი, შენთან შემოთავაზება მაქვს. ფული, ბარათები, ყველაფერი რაც საფულეშია დაიტოვე. უბრალოდ, ერთადერთი რისი დაბრუნებაც მსურს ჩემი ცოლის მიერ დაწერილი წერილია", - წერს ლუისი.

მეთიუ და ანჯელა გასული წლის მაისში, 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ.