გარდაცვლილის დედას სხვა ბავშვზე არაერთხელ უძალადია, რაც ჯანდაცვამ იცოდა — კოალიცია
ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიცია მისთვის სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ წლების წინ, 4 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედას არაერთხელ უძალადია სხვა არასრულწლოვანზე, რაზეც სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მომსახურების სააგენტო. კოალიციის ცნობით, 23 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ ოჯახში იყო კეთილსაიმედო გარემო და მათ მხოლოდ 2019 წლის 6 იანვარს შეიტყვეს ბავშვზე ძალადობის შესახებ.
კოალიციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დედის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, 4 წლის ნინო სიკვდილამდე კვლავ მასთან ცხოვრობდა.
"მეზობლების გადმოცემით, ბავშვის მიმართ ძალადობის გამო გამოწვეული ტირილი თვეების განმავლობაში, მათი მხრიდან, პატრულის და სოციალური სამსახურის გამოძახების მიზეზი ხდებოდა. ბავშვს სხეულზე აღენიშნებოდა ძალადობის ხილული კვალი", — ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საზოგადოებას განზრახ არ მიეწოდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და სრული ინფორმაცია, რაც მაღალი ინტერესიდან გამომდინარე უნდა იყოს საჯარო და დაექვემდებაროს საზოგადოებრივ კრიტიკას.
კოალიცია ბავშვთა და ახალგაზრდობისთვის ბავშვთა დაცვის სისტემის ხარვეზებსა და მისი სრულყოფის აუცილებლობაზე საუბრობს.
ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციას მიაჩნია, რომ 4 წლის ნინოს შემთხვევა, ბავშვების მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის არაეფექტური სახელმწიფო სისტემის გამოვლენაა. კოალიცია ითხოვს:
- მთავარმა პროკურატურამ, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარის შესწავლა ამ ოჯახის საქმეში ჩართული ყველა პროფესიონალის მხრიდან მოვალეობების შესაძლო შეუსრულებლობის ფაქტზე; ამავდროულად, გამოძიების პროცესში უფლებამოსილება შეუჩერდეს ყველა პირს, რომელიც ჩართული იყო ან/და ინფორმაციას ფლობდა ამ ოჯახში არსებულ მდგომარეობაზე;
- საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში დაგეგმოს და განახორციელოს რადიკალური რეფორმები ბავშვთა დაცვის სისტემის არსებითი გაუმჯობესებისთვის. შეიქმნას ინტერდისციპლინარული კომისია საზოგადოებრივი და პროფესიული ორგანიზაციების მონაწილეობით, რათა მოხდეს პრობლემების რეალისტური იდენტიფიცირება და დაიგეგმოს გადაჭრის გზები;
- დაუყოვნებლივ მიეწოდოს საზოგადოებას ყველა მასალა, რომელიც, როგორც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან, შეგროვდა წლების განმავლობაში და დაკავშირებულია ამ საქმეში ოჯახის შესწავლასთან და შეფასებასთან.
22 იანვარს თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოთხი წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი. ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობის საკითხს იკვლევს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური. მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია გარდაცვლილი 4 წლის გოგოს დედა სისხლის სამართლის კოდექსის 381¹-ე მუხლით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ ორდერით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
კომენტარები