სტუდენტი Microsoft-თან გასაუბრებაზე 1 თვით ადრე გამოცხადდა
ლორა მაკლინი 21 წლის შოტლანდიელი სტუდენტია, რომელიც დიდი ბრიტანეთის რობერტ გორდონის უნივერსიტეტში მენეჯმენტსა და მარკეტინგს სწავლობს.
მომავალ თვეში, ლორას გასაუბრება აქვს მაიკროსოფტთან, რომელიც სტუდენტებს შანსს აძლევს კომპანიაში ერთი წლის განმავლობაში იმუშაონ.
გასაუბრება 2019 წლის 18 თებერვალს, დილის 11 საათზეა დანიშნული, სკაიპით. ლორას თქმით, მან კომპანიაზე ყველა სიახლე მოიძია და მშობლებს, და-ძმასა და მეგობრებს სთხოვა, რომ გასაუბრებაში ევარჯიშებინათ:
"ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი შანსია და მისი ხელიდან გაშვება არ მინდოდა".
როგორც ხვდებით, 21 წლის სტუდენტს ამ სამუშაოს მიღება ძალიან სურს. იმდენადაც კი, რომ გასაუბრებაზე ერთი თვით ადრე, 18 იანვარს, გამოცხადდა:
"დილით ჩვეულებრივზე ბევრად ადრე გავიღვიძე, ვისაუზმე, მოსახერხებელი ტანსაცმელი ჩავიცვი, თმები და მაკიაჟი გავიკეთე, მოხერხებულად მოვეწყე და რამდენიმე სიახლეს კიდევ ერთხელ გადავხედე".
11 საათისთვის ის კომპიუტერის წინ იჯდა, სკაიპი ჰქონდა ჩართული და ზარს მოუთმენლად ელოდა.
"12-ის 15 წუთზე პანიკა დამეწყო. შევამოწმე ინტერნეტიც, საბოლოოდ კი გადავწყვიტე, რომ გასაუბრების ოფიცერისთვის მიმეწერა", - ამბობს ის ბაზფიდთან.
ლორასა და მაიკროსოფტის წარმომადგენელს შორის ასეთი დიალოგი წარიმართა:
— მოგესალმებით, ჯერ კიდევ არ მიმიღია ზარი თქვენგან, ყველაფერი კარგადაა?
— ძვირფასო ლორა, შენი ინტერვიუ 18 თებერვალსაა დანიშნული. იმავე დროს.
— დიახ, დღეს 18 თებერვალია, და გასაუბრება 11 საათზე იყო ჩანიშნული, მე კი ზარი ისევ არ მიმიღია. ბოდიში უხერხულობისთვის, უბრალოდ ძალიან დავიბენი.
— დღეს 18 იანვარია, თქვენი გასაუბრება კი 18 თებერვალსაა ჩანიშნული.
"მინდოდა ჰაერში გავმქრალიყავი. მაიკროსოფტში ალბათ ფიქრობენ, რომ იდიოტი ვარ", - აღწერს ლორა თავის განცდებს და დასძენს, რომ სამუშაოს მიღების იმედი აღარ აქვს.
როგორც ამბობს, ყველაზე უარესი ამ ამბავში ისაა, რომ 14 თებერვალს 22 წლის ხდება და გასაუბრებას ისე ელოდა, რომ თავისი დაბადების დღეც კი დაავიწყდა.
სამაგიეროდ, მან სოციალურ ქსელში პოპულარობა მოიპოვა და მის ტვიტს ახლა უკვე 186 ათასზე მეტი მოწონება აქვს.
უამრავმა ადამიანმა მას მხარდაჭერაც გამოუცხადა.
"შენ დედლაინი 1 თვით ადრე დაასრულე, ეს ნამდვილად შთამბეჭდავია".
"— რა არის შენი უდიდესი სისუსტე?
— ვერ ვიტან დაგვიანებას".
"კი, შენ აჩვენე, როგორი პუნქტუალური ხარ".
როგორც ლორა ამბობს, დადებითმა გამოხმაურებებმა თავი უკეთ აგრძნობინა. მისი თქმით, მაიკროსოფტს ბოდიშიც მოუხადა.
"არ ინერვიულო, შეცდომები ყველას მოგვდის : ) ინტერვიუსთვის ახალ მოწვევას გამოგიგზავნით", - მიიღო მან პასუხად ტექგიგანტისგან.
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები