ლევან მურუსიძე: გირგვლიანის მკვლელები ციხეში ჩავსვი მე
"გირგვლიანის მკვლელები ციხეში ჩავსვი მე", — ასე უპასუხა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს.
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებთან და წესთან დაკავშირებით სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის პარალელურად სასტუმრო წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
შეხვედრის დაწყებამდე სასტუმროსთან ლევან მურუსიძის გამოჩენას აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ.
"სანდრო გირგვლიანი რომ მოკლეს და მკვლელები, რომლებმაც მოკლეს სანდრო გირგვლიანი ციხეში ჩავსვი მე. არ გამოვუშვი, არა. გულზე ხელს დავიდებ და გეტყვი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალი ვისაც ედებოდა ციხეში ჩავსვი მე, გაუნახევრა სასჯელი [მიხეილ] სააკაშვილმა და გაუშვეს პირობით ვადამდე, რაშიც მე მონაწილეობა საერთოდ არ მიმიღია", — უთხრა ლევან მურუსიძემ ერთ-ერთ აქტივისტს.
ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ 27 დეკემბერს გაამწესეს. მის სახელს არაერთ გახმაურებულ საქმესთან არის დაკავშირებული, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ახლა.
ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მან განიხილა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, სულხან მოლაშვილის და ე.წ. ამბოხებული მოსამართლეების საქმეები. მისი გადაწყვეტილებით გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. მოქმედი ხელისუფლების დროს კი მურუსიძემ განიხილა კომპანია აიისას საქმე.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები