ნიკოლას მადურო არ აპირებს, არჩევნების დანიშვნის საერთაშორისო ულტიმატუმი შეასრულოს
ნიკოლას მადურო არ აპირებს, საპრეზიდენტო არჩვენების დანიშვნის საერთაშორისო ულტიმატუმი შეასრულოს. CNN Turk-თან ინტერვიუს დროს მადურომ აღნიშნა, რომ ხუან გუაიდომ კანონი დაარღვია, როდესაც საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ დიალოგისთვის მზად არის, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა სავარაუდო არ არის.
26 იანვარს ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ნიკოლას მადუროს არჩვენების დანიშვნისთვის რვადღიან ვადა მისცეს — წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციურ მთავრობას ოფიციალურად აღიარებენ.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ტვიტერზე დაწერა, რომ მათ არ სურთ შეცვალონ ან ჩამოაგდონ მთავრობა, არამედ, დემოკრატია და ვენესუელის სამართლიანი არჩევნები სურთ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯერემი ჰანტის თქმით, ვენესუელის საპრეზიდენტო არჩვენები სერიოზული დარღვევების ფონზე წარიმართა და აღნიშნა, რომ მადურო "ლეგიტიმური მმართველი არ არის".
ვენესუელის კრიზისი
ვენესუელა ფართო საზოგადოებრივმა პროტესტმა მოიცვა. მოსახლეობა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვს.
23 იანვარს ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა. ოპოზიციის ლიდერი დაპირდა ხალხს, რომ დაასრულებს ძალაუფლების უზურპაციას, ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას და ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს.
პროტესტების ახალი ტალღა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის სამინისტრომ შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მოძრაობას სათავეში, სწორედ ხუან გუაიდო ჩაუდგა, რომელიც აქტიურად მოუწოდებდა მის მხარდამჭერებს ებრძოლათ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.
ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდო პირველად აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა. სპეციალურ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ლეგიტიმური მმართველი ახლა გუაიდოა და არა ნიკოლას მადურო.
სპეციალური ვიდეო მიმართვა გაავრცელა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც. პენსმა ნიკოლას მადურო დიქტატორად მოიხსენია და ვენესუელის მოსახლეობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შტატების შემდეგ მსგავსი განცხადება გაავრცელეს კანადამ, კოლუმბიამ, პერუმ, ბრაზილიამ, არგენტინამ, ჩილემ, პარაგვაიმ, ბოლივიამ, ეკვადრომა, პანამამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, კოსტა-რიკამ და საქართველომ.
მადუროს მხარდაჭერა თურქეთმა, რუსეთმა, კუბამ, ბოლივიამ და ჩინეთმა გამოუცხადეს. მექსიკამ კი მოუწოდა ვენესუელელებს ქვეყნის ხელისუფლება კანონიერი გზით აირჩიონ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები