აშშ-მ Huawei-ს თაღლითობის ბრალდება წაუყენა

ფოტო: Krisztian Bocsi / Bloomberg
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კავშირგაბმულობის გიგანტს, Huawei-სა და მის ფინანსურ დირექტორს მენგ ვანჟოუს ოფიციალურად წაუყენა ბრალი.
კომპანიას ფინანსურ თაღლითობას, შპიონაჟსა და ამერიკული კომპანია T Mobile-სთვის სავაჭრო საიდუმლოების მოპარვას ედავებიან.
მენგ ვანჟოუ, რომელიც Huawei-ის დამფუძნებლის შვილია, კანადაში 6 დეკემბერს დააპატიმრეს. ამერიკული მხარე მას ირანისთვის აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაში ადანაშაულებდა. ფინანსური დირექტორი 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, ჩინეთში კი ამ შემთხვევას რამდენიმე კანადელი მოქალაქის დაპატიმრება მოჰყვა.
განვითარებული მოვლენების გამო ჩინეთს, კანადასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ვილბურ როსის განცხადებით, ჰუავეის დავას აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებთან საერთო არაფერი აქვს.
ცოტა ხნის წინ კანადამ ჩინეთში თავისი ელჩი დაითხოვა მას შემდეგ, რაც მან ღიად განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მენგის ექსტრადიციის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
Huawei ბრალდებების გამო შესაძლოა $5 მილიონი დოლარით ან მოპარული სავაჭრო საიდუმლოების ღირებულების სამმაგი რაოდენობით დაჯარიმდეს (რომელი თანხაც უფრო მეტი იქნება). სხვა ბრალდებებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა კი $500 000-ს აღწევს.
მენგ ვანჟოუ და კომპანია ბრალდებებს უარყოფენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები