მოსახლეობის 71%-ის აზრით, პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობითაა დაკავებული — NDI-ის კვლევა
NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული. გამოკითხულთა მხოლოდ 33% ფიქრობს, რომ პარლამენტმა წინ წამოწია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის.
28%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტმა ეფექტური ზედამზედველობა გაუწია მთავრობას მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. 23% კი ფიქრობს, რომ პარლამენტმა შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება.
გამოკითხულთა 51%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრები არ ითვალისწინებენ მათ შეხედულებებს. ეს რიცხვი 2016 წლის მარტში 61%-ს შეადგენდა, 2017 წლის დეკემბერში კი 46%-ს.
ამავე კითხვას გამოკითხულთა 45%-მა დადებითი პასუხი გასცა. 2016 წლის მარტში კი გამოკითხულთა მხოლოდ 28% თვლიდა, რომ პარლამენტი მათ აზრს ითვალისწინებს.
გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ პარლამენტის საქმიანობაში ჩართული არ არის. კერძოდ, 92% არ დასწრებია პარლამენტის წევრის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრას. 98% არ დასწრებია კომიტეტის სხდომას, 97%-ს კი კანონმდებლობა არ შუეფასებია.
მოსახლეობის 72% ფიქრობს, რომ პარლამენტარები იმას გააკეთებენ, რასაც პარტია ეტყვის. 60%-ს კი მიაჩნია, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ პარლამენტარები საკუთარი აზრით უნდა ხელმძღვანელობდნენ, თუნდაც საკუთარი პარტიის წინააღმდეგ მიდიოდნენ.
რაც შეეხება პარლამენტის სპიკერს მის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 38%. ცუდად კი 24%.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 2 205 დასრულებული ინტერვიუ შედგა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები