პრე-აქსელერატორის პროგრამის პრეზენტაცია ტექნოპარკში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში პრე-აქსელერატორის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის რექტორები დაესწრნენ.
პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტს, სან დიეგოს უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმების მიხედვით, უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორის მენეჯერები ტრენინგებს სრულიად უფასოდ გაივლიან, უნივერსიტეტები კი 3 წლის განმავლობაში, კურიკულუმისა და მეთოდოლოგიის საფუძველზე, მინიმუმ ორჯერ ჩაატარებენ აქსელერაციის პროგრამას სასწავლებელში.
პრე-აქსელერატორის პროგრამა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორების მენეჯერებს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარდებათ. ისინი ისწავლიან, როგორ მართონ პრე-აქსელერატორის პროგრამა, როგორ უნდა მოიზიდონ საჭირო სეგმენტი და როგორ დაეხმარონ სტარტაპებს თავიანთი იდეების განვითარებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თეორიული ცოდნის გარდა, მათ ექნებათ შესაძლებლობა უშუალოდ დაესწრონ სტარტაპების აქსელერაციის პროცესს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.
სტარტაპებს კი პრე-აქსელერატორის პროგრამის ფარგლებში მაღალკვალიფიციური ტრენერების დახმარებით ექნებათ შესაძლებლობა, ბიზნეს იდეები აქციონ წარმატებულ სტარტაპებად.
ბიზნესის მოდელირება, ინვესტორებთან ურთიერთობა, ბაზრის კვლევა, მომხმარებლის იდენტიფიცირება და მოზიდვა, მარკეტინგის საფუძვლები, ფინანსები და ადამიანების მენეჯმენტი - ეს ის საკითხებია, რომლებსაც სტარტაპები პროგრამის ფარგლებში დაეუფლებიან.
აქსელერაცია ინოვაციების სააგენტოს მიერ სრულად ფინანსდება და სტარტაპებისთვის და მენეჯერებისთვის პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
ტრენინგებს გაუძღვებიან ევროპის ბაზარზე ლიდერი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიები Startup Wise Guys და Civitta. მათი მეშვეობით აქსელერაციის პროცესი 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტმა კომპანიამ გაიარა. მათ შორისაა Taxify, ესტონეთის მეოთხე უნიკორნი (მილიარდიანი კომპანია), VitalFields, eaf.fm, Investly, SportID, Wolf3D, Shipitwise და სხვა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები