დუმაში მიაჩნიათ, რომ რუსეთმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ უნდა აღიაროს
რუსეთის დუმაში მიაჩნიათ, რუსეთმა ევროსასამართლოს არ უნდა აღიაროს გადაწყვეტილება, რომლითაც ის ვალდებულია ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე საქართველოს 1 500-ზე მეტ მოქალაქეს 10 მილიონი ევროს კომპენსაცია გადაუხადოს.
აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჩეპა.
"ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში, სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეები არ აგვირჩევია... ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები არ უნდა ვაღიაროთ", — განაცხადა ჩეპამ.
ფედერაციის საბჭოს წევრი სენატორი ანდრეი კლიშინი კი მიიჩნევს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა და შესაძლოა რუსეთის კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგებოდეს. მისივე თქმით, რუსეთის კანონმდებლობაში არის სპეციალური მექანიზმი, რომლითაც რუსეთს შეუძლია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები თავის ტერიტორიაზე შეუსრულებლად გამოაცხადოს:
"აღვნიშნავ, ეს მექანიზმი რამდენჯერმე უკვე გამოიყენეს".
ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 31 იანვარს გამოაცხადა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა დიდი პალატის 16-მა მოსამართლემ ერთის წინააღმდეგ.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ იმ დაზარალებულებმა, რომელთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) უნდა მიიღონ კომპენსაცია 2 000 ევროს ოდენობით. ხოლო, მათ, ვის მიმართაც დაირღვა კონვენციის მე-5&1 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (პატიმრობის არაადამიანური და დამამცირებელი პირობები), უნდა მიიღონ 10-15 ათას ევრომდე ოდენობით კომპენსაცია, რაც ზუსტად განისაზღვრება საპატიმროში გატარებული დროის ხანგრძლივობაზე.
გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ უკვე დაიწყება აღსრულების პროცედურები საქმე გადავა მინისტრთა კომიტეტში. რუსეთის ფედერაციამ 3 თვის ვადაში უნდა ჩარიცხოს კომპენსაცია, რის შემდეგაც თანხა განაწილდება დაზარალებულებზე.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, თანხის არგადახდის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ პერიოდზე, რუსეთს შესაბამისი ჯარიმა დაეკისრება.
იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოში 1 795 ადამიანის სია წარადგინა. საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა.
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
კომენტარები