"გამოსაშვები გამოცდები" მე-12 კლასელებისთვის 2019 წლიდან უქმდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამ დრომდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ გამოცდები მე-12 კლასელებისთვის 2020 წლიდან იხსნებოდა, მე-11 კლასელები კი გამოცდას 2019 წლიდან აღარ ჩააბარებდნენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, სკოლა ატესტატს აკადემიური მოსწრების საფუძველზე გასცემს.