ქალები ძუძუს მოკვეთის შემდეგ — კვლევა
რას გრძნობენ ქალები ძუძუს კიბოს მოკვეთის შემდეგ და რამდენად ინფორმირებულები არიან სარძევე ჯირკვლების მოკვეთის, თუ ოპერაციის შემდგომი პროცესების გვერდითი მოვლენების შესახებ. ქალთა ინფორმირებულობის კვლევა კაქტუსმა კვლევით ცენტრ We Research-თან ერთად, ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.
მკვლევართა ჯგუფი სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდით პირისპირ გაესაუბრა მასტექტომიის (ძუძუს მოკვეთა) გამოცდილების მქონე 14 ქალს. მე-15 რესპონდენტს არ ჰქონდა ამ ოპერაციის გამოცდილება. ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევა არ არის მასშტაბური, არ იძლევა საკითხის განზოგადების საშუალებას, თუმცა გარკვეულ სურათს აჩვენებს.
ძუძუს კიბოს მკურნალობის მიზნით საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ასობით ქალი იკეთებს მასტექტომიას ყოველწლიურად, მაგალითად, ბოლო 3 წლის განმავლობაში 900-ზე მეტი ოპერაცია კეთდება ყოველწლიურად.
ოპერაციის შემდგომი გვერდითი მოვლენები
კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ გამოკითხული პაციენტები ხშირად არ არიან ინფორმირებული ოპერაციის მსვლელობისა და პოსტ-ოპერაციული პროცესების შესახებ. ამის მიზეზად სახელდება მკურნალი ექიმის გადატვირთული გრაფიკი, კლინიკაში შესაბამისი პერსონალის სიმწირე და ზოგჯერ საკითხის მიმართ არასაკმარისი მგრძნობელობა.
კვლევისას ცხრა ქალმა აღნიშნა, რომ ოპერაციამდე სხვადასხვა ხარისხის ინფორმაცია მიიღეს ექიმისგან მასტექტომიის გვერდით მოვლენების შესახებ და იყო შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია ამომწურავი იყო.
იყო შემთხვევები, როდესაც ექიმი არ ესაუბრებოდა პაციენტს და არ აწვდიდა ინფორმაციას:
"ექიმს ვთხოვე, რომ პატარაზე ლაზერით ამოეღოთ და ისე აგრესიულად [მიპასუხა], რაო გათხოვებას აპირებ კიდეო და მკერდი გინდაო? გულისტკივილი მქონდა მაშინ, ცრემლებიც წამომივიდა რაღაც და აღარ მინდოდა მერე შევდავებოდი".
იყო შემთხვევები, როდესაც არც ექიმი აწვდიდა ინფორმაციას პაციენტს და არც პაციენტი იჩენდა ინიციატივას:
"ზოგი გაიგებს და ეგრევე მოკვდება იმ თავისი გაგებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი ბრძოლაში მიგყავს და წინა ხაზზე უშვებ ფრონტზე, უნდა იცოდეს, სად არის და ვის ებრძვის".
დამოუკიდებლად მოძიებული ინფორმაცია
კვლევაში ნათქვამია, რომ პაციენტი ინფორმაციის დიდ ნაწილს ახლობლებისა და ნათესავებისგან იღებს, მიმართავს "ექიმბაშურ" საშუალებებსა და მკურნალობას. რესპონდენტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ქართულ ენაზე შესაბამისი ინფორმაცია განსაკუთრებით მწირია და, როდესაც მათ სჭირდებოდათ, ფორუმებზე აღძრული დისკუსიის გარდა სხვა ინფორმაციას ვერ პოულობდნენ.
ძუძუს გაუგრძნობელობა
გამოკითხული 15 ქალიდან ათმა აღნიშნა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია ძუძუს არეში ოპერაციის შემდგომი მგრძნობელობის დაკარგვაზ. "არ მქონდა" — უპასუხა ოთხმა ქალმა.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ქალებს ერიდებათ ხოლმე კითხვების დასმა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ექიმი კაცია. მათივე ცნობით, ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ხშირად ელექტრონულ მიმოწერას მიმართავს ხოლმე ექიმისთვის კითხვების დასასმელად. კვლევის ავტორების რეკომენდაციით, სასურველი იქნებოდა, რომ აღნიშნულ საკითხზე პაციენტების ინფორმირებისთვის პერსონალი სპეციალურად იყოს მომზადებული, ან ბეჭდური სახით ვრცელდებოდეს ინფორმაცია.
მოკვეთის გადაწყვეტილება
კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, თავის დაზღვევის მიზნით, მასტექტომიის გადაწყვეტილებას იღებენ მაშინაც, როდესაც სამედიცინო თვალსაზრისით ამის ერთმნიშვნელოვანი ჩვენება არ არსებობს. პაციენტები, რეციდივის თავიდან აცილების მიზნით, ან ახლობლების, ოჯახის წევრების გამოცდილებაზე, სამედიცინო ისტორიაზე დაყრდნობით (მაგალითად, სიმსივნის ისტორია ოჯახში), მკერდის სრულ მოკვეთას არჩევდნენ:
"პირველ სტადიაზეც კი თანახმა ვიყავი, რომ მომეკვეთა, რათა თავი დამეზღვია".
იყო შემთხვევები, როდესაც ექიმი სათანადო ინფორმაციის მიწოდების შემდეგ პაციენტს ანდობდა მასტექტომიის თუ რეზექციის გადაწყვეტილებას. ჯამში, ექვსმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მასტექტომიაზე თანახმა იყვნენ სამედიცინო ჩვენების მიუხედავად, თავის დაზღვევის მიზნით.
ძუძუს რეკონსტრუქცია
საქართველოში მასტექტომიის შემდგომი რეკონსტრუქციის ხარჯებს არ ფარავს სახელმწიფო დაზღვევა. მკვლევართა ჯგუფისთვის არ არის ცნობილი ასევე არც ერთი კერძო სადაზღვევო კომპანია, რომელიც ამ ხარჯებს ანაზღაურებს. ჯამური მაჩვენებლები, როგორც ესთეტიური პლასტიკის, ასევე მასტექტომიის შემდგომი რეკონსტრუქციის, შემდეგია:
- 2018 წელი (ივლისის ჩათვლით) — 120;
- 2017 წელი — 259;
- 2016 წელი — 150;
- 2015 წელი — 140.
კვლევის 15 რესპონდენტიდან მხოლოდ ხუთს ჰქონდა რეკონსტრუქცია გაკეთებული. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ისეთ რისკებზე, როგორებიცაა იმპლანტის დაზიანება მკურნალობის დროს, ინფექციის საშიშროება და ორგანიზმის მიერ იმპლანტის არმიღება ინფორმირებული იყო ცხრა პაციენტი.
თანადგომა
კვლევისას რესპონდენტებმა უმნიშვნელოვანეს რესურსად სოციალური მხარდაჭერის არსებობა დაასახელეს. მკვლევარებმა რესპონდენტებს ჰკითხეს, რას ურჩევდნენ იმავე დიაგნოზის მქონე სხვა ქალებს. მათი აზრით, შემოწმება/სკრინინგი წელიწადში ორჯერ ან ერთხელ მაინც აუცილებელია.
გამოკითხული რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ მკერდის შენარჩუნება არ ღირს, თუ ამასთან რაიმე სახის, თუნდაც სულ მცირე რისკი არის დაკავშირებული:
"არ დაინანონ მკერდის მოჭრა თუ მოსაჭრელია, მთავარი ცხოვრებაში არ არის მკერდი... ჩვენ ვიცით უმკერდო ადამიანები როგორ პოზიტიურად [ცხოვრობენ], ახალგაზრდები მით უმეტეს, ბავშვებს აჩენენ და ცხოვრებას აგრძელებენ. მთავარი არის სიცოცხლე, ოჯახი, შვილები".
"ევროპა დონა საქართველოს" პრეზიდენტი ანა მაზანაშვილი მასტექტომიის შემდეგ თავის შეგრძნებებზე ჰყვება:
"ეს არის სიბრტყე, რომელიც ალბათ ზოგადად შინაგანი დისკომფორტიცაა, ძნელად შესაგუებელი. ის, რომ უგრძნობი ხდება ის ტერიტორია... სამაგიეროდ, დაზიანებული და დაავადებული ქსოვილის მოცილება ყველაზე მთავარია, საიდანაც უნდა დავიწყოთ საუნარი. რეალურად ეს არის ესთეტიური მხარე, რომ ცარიელი ადგილია ძუძუს ადგილზე, თუმცა ვფიქრობ, რომ სიცოცხლის ფასი არაფერია..."
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები