ბრედლი კუპერი და ლედი გაგა ოსკარზე Shallow-ს ერთად შეასრულებენ

ფოტო: Kevin Mazur / Getty Images
ლას-ვეგასის ემოციური კონცერტის შემდეგ, Shallow-ს დოლბის თეატრის სცენიდანაც მოვისმენთ. A Star Is Born-ის შეუდარებელი წყვილი ოსკარის ნომინანტ სიმღერას კინოაკადემიის 2019 წლის დაჯილდოებაზეც შეასრულებს ერთად.
ინფორმაცია ტვიტერზე გამოქვეყნდა.
ლედი გაგა ფილმში A Star Is Born შესრულებული როლით წლევანდელი ოსკარის ერთ-ერთი ფავორიტია. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, მუსიკის ვარსკვლავისგან ნამდვილი კინოვარსკვლავი დაიბადა.
ვარსკვლავის დაბადება ბრედლი კუპერის პირველი რეჟისორული ნამუშევარია და წლის ერთ-ერთი ფავორიტი ფილმია. სურათს ოსკარის რვა ნომინაცია აქვს, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო მსახიობების ნომინაციაში.
ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოება 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. მოუსმინეთ 2019 წლის ოსკარზე ნომინირებულ 5 სიმღერას.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები