ვენესუელაში გუაიდოს მხარდამჭერ მრავალათასიან აქციაზე საქართველოს დროშა გამოჩნდა
კარაკასში, ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მხარდამჭერ მრავალათასიან აქციაზე საქართველოს დროშა გამოჩნდა. საპროტესტო აქციაზე საქართველოს დროშასთან ერთად ყველა იმ ქვეყნის დროშა აჩვენეს, რომელმაც ხუან გუაიდოს მხარი დაუჭირა და ის დროებით პრეზიდენტად აღიარა.
აქციაზე შეკრებილებმა ხუან გუაიდოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი 24 იანვარს გამოაცხადა. მისივე თქმით, ის დაასრულებს ქვეყანაში ნიკოლას მადუროს დიქტატორულ რეჟიმს, ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს.
გუაიდოს ლეგიტიმურობა ლათინური ამერიკის ბევრმა ქვეყანამ აღარა. მხარდამჭერებს შორის არიან აშშ, კანადა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და საქართველო. აშშ-მ ვენესუელის კუთვნილ ნავთობკომპანიას სანქციებიც დაუწესა.
ნიკოლას მადუროს ქვეყანაში ჯარისა და უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, მის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, კუბა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები.
ნიკოლას მადურო, ვენესუელას პრეზიდენტად პირველად 2013 წელს აირჩიეს. 2018 წელს 1 300 000%-იანი ინფლაციის მიუხედავად, ნიკოლას მადურო უკვე მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა. მადუროს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებაც.
ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ნიკოლას მადუროს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დასანიშნად რამდენიმედღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეგიტიმურ მმართველად ხუან გუაიდოს აღიარებდნენ. მადურომ ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა.
სამაგიეროდ მას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს. მომდევნო არჩევნები 2020 წელსაა დაგეგმილი და ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობას ამჟამად ოპოზიცია იკავებს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კონსტიტუციური ასამბლეაც ემხრობა. კონსტიტუციური ასამბლეა მადურომ პარლამენტის საპირწონედ და შექმნა და იგივე ფუნქციები დააკისრა. მადუროს "პარლამენტში" უმრავლესობას მისი მხარდამჭერები იკავებენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები