7 სტატისტიკური მონაცემი კიბოს შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ
4 თებერვალს სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. კიბო დღემდე რჩება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. სწორედ სიმსივნური დაავადებების პრევენციის მიმართ მეტი ყურადღების მისაპყრობად დააფუძნა ეს დღე კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა 2005 წელს.
ადრეული დიაგნოსტიკა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში საუკეთესო პრევენციაა. ქვემოთ მოცემული 7 სტატისტიკური მონაცემი სკრინინგის აუცილებლობაზე დაგაფიქრებთ:
1. კიბო მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა. ყოველი მეექვსე სიკვდილის შემთხვევა სწორედ კიბოს უკავშირდება
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ონკოლოგიური დაავადებები მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. 2015 წელს კიბოს 17.5 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2020 წლისათვის ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 20 მილიონს მიაღწევს.
2. კიბოთი გამოწვეული სიკვდილების 70% დაბალგანვითარებულ და განვითარებად ქვეყნებზე მოდის
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და კიბოს სტატისტიკა უფრო მეტადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ვიდრე გვგონია. ზემოთაღნიშნული სტატისტიკის მთავარი მიზეზი დაგვიანებული ან არასწორი დიაგნოსტიკაა. განვითარებულ ქვეყნებში პაციენტებისთვის მკურნალობის სერვისების 90% ხელმისაწვდომია, დაბალგანვითარებულ ქვეყნებში კი იგივე მონაცემი მხოლოდ 30%-ია.
3. 2008 წლიდან საქართველოში ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა
საქართველოში სკრინინგის პროგრამებში ჩართულობის დინამიკა ცხადყოფს, რომ ადრეულ სტადიაზე სიმსივნის გამოვლენის მაჩვენებელი იმატებს. თუკი საქართველოში 2009 წელს გამოვლენილი კიბოს უმეტესობა - მეოთხე სტადიის იყო, 2016 წლისთვის კიბოს პირველ და მეორე სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
4. მიუხედავად დადებითი დინამიკისა, საქართველოში სკრინინგის პროგრამებში ჩართულობის მაჩვენებელი სხვა ქვეყნების მაჩვენებელს მკვეთრად ჩამოუვარდება
მაგალითად, ძუძუს კიბოს სკრინინგში ჩართულობა საქართველოში 18% შეადგენს, მაშინ, როცა საბერძნეთში ეს მონაცემი - 40%, ფინეთში - 80%, ხოლო შვედეთში 81%-ია.
5. საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების 56-57% ქალებში, 44-43% კი მამაკაცებში ფიქსირდება
საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა ქალებს შორის. მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მაჩვენებელი:
- განვითარებულ ქვეყნებში 63%-ია
- განვითარებად ქვეყნებში - 19%
- საქართველოში - 25,2% (2017 წ.)
6. დაბალგანვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში კიბოს შემთხვევების 25%-ს ისეთი ინფექციები იწვევს, როგორებიცაა ჰეპატიტი და პაპილომავირუსი
სკრინინგი ამ ტიპის პათოლოგიებისგან თავდასაცავად ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. რაც შეეხება საკუთრივ პაპილომა ვირუსისგან თავის დაცვას, ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება 9-11 წლის გოგონებში პაპილომა ვირუსის ვაქცინაციაა. ვაქცინაციით საშვილოსნოს ყელის კიბოს 75%-ის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
7. საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების 39.5% I და II სტადიის, ხოლო 49.2% - III და IV სტადიის დაავადებებზე მოდის
კიბოს გვიანდელ ეტაპებზე აღმოჩენის ხვედრითი წილი კვლავაც ძალიან მაღალია. 11.3% შემთხვევებში სტადია არ იყო იდენტიფიცირებული, თუმცა სავარაუდოა, რომ ისინიც უფრო მძიმე შემთხვევების კატეგორიას უნდა მიეკუთვნებოდნენ.
სად გავიარო სკრინინგი?
ინდივიდის მიერ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არამხოლოდ სამედიცინო კულტურის ამაღლების, არამედ საზოგადოების განვითარების მაჩვენებელიცაა. ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი კიბოსთან ბრძოლის მხარდამჭერი ღონისძიებებით ხელს უწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პრევენციული კვლევების კულტურის დანერგვას. 4 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით მსურველები, მათი ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, შეძლებენ, ჩაიტარონ უფასო კონსულტაციები.
- ცხელი ხაზის ნომერი: (032)2487227, 599338078
- მისამართი: დიღომი, ლუბლიანას ქ.13/ჭიაურელის ქ.6
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
კომენტარები