პელევინის, პეპსისა და სიცარიელის თაობა
ცოტა ადამიანი თუ იცნობს რუსეთს ისე, როგორც მწერალი ვიქტორ პელევინი. პერესტროიკის დროს ის უმეტესად კომუნისტური უტოპიის დეკონსტრუქციით იყო დაკავებული (ჩაპაევი და სიცარიელე), საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ კი რუსეთის ახალი სოციალური ქსოვილის კვლევას შეუდგა.
Generetion პ პელევინის ყველაზე პოპულარული რომანია. წიგნი 1999 წელს დაიწერა და 3,5 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. საბჭოთა კავშირის დაშლიდან გასული რამდენიმე წელი მწერლისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ახლადშექმნილი რეალობის შესაფასებლად. ტექსტი ისე იკითხება, თითქოს ავტორის ირონიული დასკვნები ათწლეულების დაკვირვების შედეგი იყოს.
აქ მარტივად ამოიცნობთ ელემენტებს, რომლებიც წლების განმავლობაში თანამედროვე რუსეთის სიმპტომებად იქცა: თავგასულ, უკონტროლო ოლიგარქებს, მანიპულაციებს პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, პროპაგანდასა და მითს ანტირუსული შეთქმულების შესახებ.
რას ნიშნავს პ?
70-იანების საბჭოთა ბავშვებმა რკინის ფარდის მიღმა მყოფი სამყარო პირველად პეპსის სახით გასინჯეს. მართალია, ეს არჩევანი არ ყოფილა ("ისინი ზუსტად ისევე ირჩევდნენ პეპსის, როგორც მათი მშობლები - ბრეჟნევს"), მაგრამ ეს მაინც თავისუფლების შუშხუნა გემო იყო - ნათელი მომავლის დაპირება, სადაც ცა პეპსის ქილასავით ლურჯი და კრიალა უნდა ყოფილიყო.
როგორც ავტორი გვეუბნება, პის თაობა სწორედაც პეპსის თაობაა, თუმცა ინტერპრეტაციებს თუ მივყვებით, პ შეიძლება თავად მწერლის გვარსაც აღნიშნავდეს, პუტინსაც და იმ ყოვლისმომცველ სიცარიელესაც ("პუსტატა"), რომელიც პელევინის შემოქმედებაში საკვანძო სიტყვაა.
Generation პ პეპსის თაობის იმედგაცრუებისა და ახალ რეალობასთან ადაპტაციის სხვადასხვა მეთოდებზე გვიყვება. ტრანსფორმაციის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი მთავარი გმირი ვავილონ ტატარსკია.
რაც შეეხება მთავარ გმირს...
რომანის ცენტრში მყოფი ვავილონის სახელი მამამ ნაწილობრივ ვასილი აქსიონოვისგან ისესხა (60-იანების სუბკულტურის მწერალი), ნაწილობრივ კი - ვლადიმერ ილიჩ ლენინისაგან. სახელისა არ იყოს, მისი ცხოვრებაც ურთიერთგამომრიცხავი ელემენტებისგან შედგება. კაცი, რომელსაც მომავალ საქმედ მთარგმნელობა, პოეტობა და "მარადისობისთვის" მსახურება აქვს არჩეული, მოულოდნელად "კოპირაიტერი" ხდება. ის აღმოაჩენს, რომ მარადისობა, რომელზეც დიდი საბჭოთა იდეა იყო აგებული, მარადიული სულაც არ ყოფილა.
"მარადისობა არსებობდა მხოლოდ იქამდე, ვიდრე ტატარსკის გულწრფელად სწამდა მისი. ამ რწმენის მიღმა კი, სინამდვილეში, იგი არსადაც არ იყო. იმისთვის, რომ გულწრფელად გჯეროდეს მარადისობისა, საჭიროა, ამ რწმენას სხვებიც იზიარებდნენ, რადგან რწმენას, რომელსაც არავინ იზიარებს, შიზოფრენია ეწოდება".
თუკი კომუნიზმით იმედგაცრუებული ომის გმირი ჩაპაევი კვაზიბუდისტური მოძღვრების მქადაგებელი ხდება, Generation პ-ის ცინიკური პროტაგონისტი თავს სარეკლამო სფეროს აფარებს. მისი მთავარი მოვალეობა საერთაშორისო ბრენდების რუსული საზოგადოებისთვის ადაპტირება ხდება.
როგორ უნდა გააცნო Hugo Boss, Calvin Klein და Reebok საბჭოთა ადამიანს, რომელსაც ამ ბრენდებზე არაფერი სმენია?
მაგალითად, ტატარსკი Gap-ის რეკლამას ამ ფორმით ხედავს:
"რუსეთი ყოველთვის ცნობილი იყო კულტურასა და ცივილიზაციას შორის არსებული Gap-ით (გარღვევით). ახლა არც კულტურა აღარ არსებობს, არც - ცივილიზაცია და რჩება მხოლოდ Gap".
რიბოკის სლოგანი კი, რომელიც ნაიკის ცნობილი ფრაზის მოდიფიკაციაა, კიდევ უფრო მარტივად ჟღერს: "Do it yourself, motherfucker".
რეკლამების "ბასრი" ადაპტირებით პელევინი ხაზს უსვამს რუსეთის ტრანსფორმაციას გროტესკულ კაპიტალიზმად, რომლის საზღვრებშიც დილერები, ახლადგამდიდრებული კრიმინალები და ამორალური პოლიტიკოსები ხარობენ. ოლდოს ჰაქსლისა არ იყოს, Generation პ კულტურული დეგრადაციისა და ყოვლისმომმცველი კონსუმერიზმის შესახებ დაწერილი სატირაა.
პელევინი თავადაც ეძებს გზას ახალ "წესრიგთან" შესაგუებლად. ასე ჩნდება რომანში პარალელური სამყარო ბაბილონური მითებითა და გამოცანებით, თუმცა გასაკვირი არაფერია. თუ აქამდე არსებული ყველა წესი უკვე დაირღვა, ახალ რეალობაში მესოპოტამიური ღვთაებებისთვისაც შეიძლება მოიძებნოს ადგილი.
ტელევიზია და მისი ძალა წიგნის ერთ-ერთი მთავარი თემაა
სარეკლამო ინდუსტრიაში ჩაბმული ვავილონ ტატარსკი მალევე აღმოაჩენს, რომ თუ აქამდე საბჭოთა მოხელეები აყალბებდნენ რეალობას, ახლა იგივე როლი მედიამ იტვირთა. სტალინის პოსტერზე ნამგალი და ურო კოკა-კოლასა და პეპსის სიმბოლოებმა ჩაანაცვლა, მარკეტინგის ექსპერტებმა კი ათწლეულების განმავლობაში კრიტიკის უნარისგან დაცლილი ტვინები მარტივად ჩაიგდეს ხელში.
რომანის მთავარი გმირი ეჭვებით ივსება. გაზეთებს თუ დავუჯერებთ, სამყარო ყოველთვის სავსე იყო ფულითა და საგნებით, მაგრამ ამას საბჭოთა ადამიანი ნაცრისფერი ბურუსის გამო ვერ ხედავდა, მაგრამ..... თუ ასეთი ადვილია ადამიანების მზერის მიპყრობა იქით, საითაც გინდა, რა ვიცით, რომ ახლა ყველაფერს ნათლად ვხედავთ?
პელევინი არაჩვეულებრივად აღწერს ადამიანებს, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ, ფეხებქვეშ მიწის სიმყარე შეიგრძნონ, ამის ნაცვლად კი ჰალუცინაციების დაუსრულებელ ჯაჭვში ეხვევიან. ეს აღწერა იმდენად ბუნებრივი და დამაჯერებელია, რომ ცხადი ხდება: ავტორი თავადაც ეძებს რაიმე ხელჩასაჭიდს, რათა სამყაროს რეალურობა ირწმუნოს. პერსონაჟების მსგავსად, მასაც უჭირს ახალ გარემოებებთან შეგუებას.
ერთ მომენტში ტატარსკი გულდაწყვეტით აღიარებს, რომ საბჭოთა ადამიანში "მონა" ერთ კონკრეტულ რეგიონში არაა მოთავსებული. მონობა მენტალური პერიტონიტივითაა მოდებული ყველაფერს და წვეთ-წვეთად აფერადებს ადამიანის განცდებსა თუ თვალთახედვას. სამწუხაროდ, მისი გამოდევნა სულის დაზიანების გარეშე შეუძლებელია. ეს კი, არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის დიაგნოზია.
Generation პ არაჩვეულებრივი რომანია ქაოსზე, იდეების კრიზისსა და ადამიანებზე, რომლებიც ცვლილებების ფასს საკუთარი ახალგაზრდობის წლებით იხდიან. ასე რომ, თუ დიდი ხანია საკითხავს ეძებთ და ქართულ 90-იანებზე კითხვა მოგბეზრდათ, დროა, რუსული 90-იანებისკენ გადაინაცვლოთ.
პ.ს. ნახეთ შაბათის შუადღე, სადაც პელევინის რომანზე ლაშა ბუღაძე საუბრობს:
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები