არაობიექტური, აბსურდის თეატრი — ვინ როგორ შეაფასა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება
ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ სასამართლო ხელისუფლების საკითხზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაცია.
მათივე თქმით, პროცესი პოლიტიკური ძალების მიერ არის მართული და მისი მიზანია, დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული "ურჩი" მოსამართლეები. პოლიტსაბჭოს წევრები დისკრედიტაციის მცდელობაში ნაციონალურ მოძრაობას და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ღიად ადანაშაულებენ.
ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში.
ქართული ოცნება
პოლიტსაბჭოს განცხადება "ბოლო წვეთი" აღმოჩნდა გედევან ფოფხაძისთვის. მისი თქმით, ეს განცხადება მხარს უჭერს მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ ველზე შემოიჭრენ. გედევან ფოფხაძის აზრით, ეს პროცესების ობიექტური შეფასება არ არის და სრულად სცდება მის პოზიციას.
"მე მომეჩვენა, რომ განცხადება წარმოადგენს მოსამართლეთა კორპუსისა და იუსტიციის საბჭოს იმ მოსამართლეების მხარდაჭერას, რომლებიც ამ დღეებში აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს, პოლიტიკური პოზიციით. ჩემი აზრით, აქცენტები კეთდება, რომ სასამართლოში კარგი სიტუაცია გვაქვს, რასაც თავს ესხმის ნაციონალური მოძრაობა და ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ეს ობიექტური რეალობა არ არის", — განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისივე თქმით, ის უმრავლესობის დატოვებას გეგმავს, რადგან უმრავლესობას ღირებულებებით დაშორდა. დეპუტატმა ასევე თქვა, რომ ხვალ, 6 თებერვალს ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომაზე არ მივა.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გაკვირვებულია გედევან ფოფხაძის გაცხადებით.
მისი თქმით, თუ მართლა ამ საკითხთანაა დაკავშირებული გედევან ფოფხაძის პოზიცია, არსებობს წინა დღეების ისტორიაც, როცა პროცედურებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მას წინააღმდეგობა არ ჰქონია.
"დღეს არ არის პერსონებზე საუბარი. იმ საკითხზე, რაზეც ჩვენ ვმსჯელობთ უმრავლესობის შიგნით, არ შეიძლება რადიკალურად განსხვავებული აზრი იყოს. ყველა საერთო პრინციპი სასამართლოს დამოუკიდებლობიდან ამოდის", — განაცხადა მდინარაძემ.
უცნობია, დატოვებენ თუ არა ქართულ ოცნებას ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და ის გუნდი, რომელიც იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესის მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს ღიად დაუპირისპირდა.
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, "ლევან მურუსიძე არ უნდა იყოს სასამართლოს წევრი უკუნითი უკუნისამდე".
"სასამართლო რეფორმა საერთო სახალხო დაკვეთა იყო, მაგრამ სახალხო დაკვეთა არ ყოფილა ჩინჩალაძე დარჩენილიყო სააპელაციოს თავმჯდომარედ, მურუსიძე ყოფილიყო ლიდერი მოსამართლე, არც გვრიტიშვილზე და არც მიქაუტაძეზე დაკვეთა არ ყოფილა", — განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს პოლიტიზირება ხდება, რაც მიუღებელია. მისივე განცხადებით, სასამართლოს სჭირდება დამოუკიდებელი მოსამართლეები და არა შეკრული გუნდი, რომელიც სადღეგრძელოებით გვესაუბრება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ის არ იზიარებს პოლიტსაბჭოს შეფასებას, რომ ყველა ვინც კრიტიკულადაა განწყობილი არის მართული ერთი პოლიტიკური ძალისგან.
"ბევრ ადამიანს აქვს კრიტიკული მოსაზრებები და ამ მოსაზრებებს თავისი საფუძველი აქვს. ვიზიარებ იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ დისკუსია სამუშაო რეჟიმში უნდა დაბრუნდეს. მე მინდა მჯეროდეს, რომ აქამდე მივალთ, თუმცა წინ გველის მძიმე პროცესი", — განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, როცა პარტია შიგნით შეთანხმდება საჯაროდ იმავე საკითხზე განსხვავებული პოზიციების დაფიქსირება არასწორია. ის ამბობს, რომ ეს პროცესი ხელს უწყობს გუნდის რღვევას.
"ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია", — თქვა კალაძემ თანაგუნდელებზე.
ნაციონალური მოძრაობა
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ნიკა მელიას თქმით, აღარ უკვირთ, რომ ქართული ოცნება ყველა კრიზისს მათ აბრალებს.
"რომელი ერთი გაგახსენოთ? ლარი რომ უფასურდებოდა გვაბრალებდნენ ჩვენ. იქამდეც მივიდნენ, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლარის გაუფასურება გრიგოლ ვაშაძეს დააბრალეს. ქართული ოცნება დღემდე ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომ ანგარიშვალდებულები არიან ხალხის წინაშე", — განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ქართული ოცნების წევრებმა ერთმანეთის მიმართ დაუნდობელი ანგარიშსწორება დაიწყეს.
"ქართული ოცნება თავისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო ეტაპს ასრულებს. ისინი სლალომით ეშვებიან ქვევით, ვარდებიან და მათი ხელისუფლებაში ყოფნის ცოტა დრო დარჩა", — განაცხადა ნიკა მელიამ.
ევროპული საქართველო
აბსურდის თეატრი გრძელდება — ასე აფასებს ევროპული საქართველოს წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას.
მისი თქმით, ქართული ოცნება აგრძელებს წარსულისკენ თითის გაშვერას, თვითკმაყოფილებასა და ოპონენტების დემონიზებას.
"ქართული ოცნება ამბობს, რომ მიღწევაა, როცა სასამართლო ყოფილ ხელისუფლებას არ ემორჩილება და დღევანდელ ხელისუფლებას ემორჩილება", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, თუმცა ამას ვერ იაზრებს. ის ასევე ფიქრობს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები ივანიშვილის გუნდის შეცვლამდე შეუძლებელი იქნება.
"ჩვენი ამოცანაა ხელი შევუშალოთ ამ სისტემის ჩაბეტონებას და რაღაც ეტაპზე უკან დავახევინოთ", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები