Vetements-ის პოსტერზე გამოსახული მოდელი დემნა და გურამ გვასალიებს ქურდობაში ადანაშაულებს
ვეტმოს საიმიჯო ფოტოზე გამოსახული 24 წლის მოდელი, ენჯი შერბურნი ამბობს, რომ ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, ვეტმოს გუნდი და ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი გურამ გვასალია მის ფოტოს წლებია უნებართვოდ იყენებენ.
მოდელის თქმით, მას ფოტო მაშინ გადაუღეს, როცა 19 წლის იყო და სურათი კონკრეტული სამოსის წარმოსაჩენად იყო განკუთვნილი. შერბურნის სიტყვებით, მას ფოტოსთვის 1000 დოლარი ნაღდი ფულით გადაუხადეს.
"მათ ჩემი სურათი უნებართვოდ 5 წლის წინ გამოიყენეს ტოკიოში, მაღაზიის გახსნისას. ჩემმა აგენტებმა მათ დაურეკეს და მოსთხოვეს, რომ ფული გადაეხადათ. მაშინ დემნა გვასალიამ მთხოვა, რომ ისინი შემეჩერებინა, რადგან იმ დროს მას ჯერ კიდევ მეგობრად მივიჩნევდი. მან მითხრა, რომ ფულის გამორთმევის შემთხვევაში, ჩემთან აღარასდროს იმუშავებდა. როგორც გამოუცდელი თინეიჯერი, დავთანხმდი".
როგორც შერბურნი იხსენებს, როცა ვეტმომ მისი სურათი კიდევ გამოიყენა უნებართვოდ, მისი აგენტები კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ ბრენდის წარმომადგენლებს და მათ კუთვნილი თანხის გადახდა მოსთხოვეს, თუმცა ამჯერად უარი მიიღეს:
"სამაგიეროდ, შემომთავაზეს, რომ ინსტაგრამზე დამთაგავდნენ და ყვავილებს გამომიგზავნიდნენ".
მოდელის თქმით, ამ თემაზე ახლა იმიტომ ალაპარაკდა, რომ უამრავი ადამიანი ეკითხება, რას ფიქრობს ვეტმოს შესახებ. შერბურნი დემნა და გურამ გვასალიებს ქურდებს უწოდებს:
"ამ ქურდებისგან აღარაფრის მიღებას ველი და დამიჯერეთ, ფული ერთადერთი რამ არაა, რაც მათ ადამიანებს მოპარეს".
მოდელი ამ ამბავზე ინსტაგრამ-პოსტის აღწერაში ვრცლად ყვება და თან იმ მულტიმედია მასალას ურთავს, სადაც ბილბორდებსა და მაღაზიებზე გამოკრული მისი სურათი ჩანს.
როგორც მოდელი გამოცემა The Fashion Law-სთან ამბობს, სურათი 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარმოსაჩენად გადაუღეს და კონტრაქტი მასთან არ დაუდიათ. ის ფრილანსერი მოდელი იყო და მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ სურათს ერთჯერადად გამოიყენებდნენ, ახლა კი, მისი სურათი სხვადასხვა ქვეყანაში მაღაზიებზეა გამოკრული. ბრენდი მოდელის სურათს ინსტაგრამის პროფილის ფოტოდაც იყენებს.
ენჯი შერბურნის თქმით, გვასალიამ მას 2015 წელს ამ სიტყვებით დაურეკა:
"დემნამ დამირეკა და ზუსტად ეს მითხრა: "ჩვენ ღარიბები ვართ, არ გვაქვს იმის ფული, რომ გადაგიხადოთ. თუ ახლა იმ ფულს გამოგვართმევ, რასაც სააგენტო Success ჩვენგან ითხოვს, შენთან ვეღარასდროს ვიმუშავებთ". მათ ჩემზე იმანიპულირეს და ფაქტიურად დამაშინეს, რომ აღარასდროს მიმიწვევდნენ სამუშაოდ".
გამოცემა წერს, რომ ვეტმომ აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები