რუსი ჰაკერის ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა დოკუმენტებს სწავლობს

ფოტო: Vkontakte
საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა, რომ რუსი ჰაკერის ექსტრადიციასთან დაკავშირებით შესაბამის დოკუმენტებს სწავლობს. როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, დოკუმენტების შესწავლის შემდეგ პროკურატურა გადაწყვეტს მიმართოს თუ არა სასამართლოს ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობით.
"ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება იუსტიციის მინისტრის მიერ", — განაცხადეს პროკურატურაში.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციის მოთხოვნით 2018 წლის ნოემბერში მიმართა. რუსეთში სუმბაევს თაღლითობაში სდებენ ბრალს. გამოძიების ინფორმაციით, 2013-2014 წლებში ჰაკერები ტუროპერატორებისგან მოპარული მონაცემებით რკინიგზის ფიქტიურ ბილეთებს აფორმებდნენ.
BBC-ის რუსული გამოცემა წერს, რომ ჰაკერი სუმბაევი საქართველოში 2018 წლის 5 ნოემბერს სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მას ბრალად იარაღის უკანონო შეძენა და ყალბი პასპორტის გამოყენება ედება ბრალად.
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები