ტრამპთან ლიდერი ქალების შეხვედრას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ესწრებოდა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიოს მასშტაბით ლიდერ ქალებს უმასპინძლა, მათ შორის კი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ბენეფიციარი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძეც იყო. ის თეთრ სახლში ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის გახსნას დაესწრო.
ახალი ინიციატივის შექმნა პრეზიდენტის შვილის, ივანკა ტრამპის იდეა იყო და ის ქალთა დასაქმებისა და გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ხელმოწერის ცერემონიაზე ივანკა ტრამპმა ნინო ზამბახიძეს სთხოვა მოეყოლა თავისი გამოცდილების შესახებ.
On.ge ნინო ზამბახიძის სიტყვას სრულად გთავაზობთ:
"პირველ რიგში, მადლობას გიხდით ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის. ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით, რომ ვუთხრა ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს, რომ ისინი მსოფლიოს გარშემო ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიან. მე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გრანტიორი ვარ. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ აქვთ.
ჩემთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა საშუალება მომცა ეს გამოწვევა გადამელახა. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ და ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მეთაურობით აშშ-საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება და საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს. მსურს ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი პროექტები, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ ნამდვილად მასშტაბურია. ქალებს აქვთ მომავალი და მთელ მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომლებსაც არ შეუძლიათ მოვიდნენ და პირადად გითხრათ. აშშ-ის პროექტების მონაწილეთა სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ", — აღნიშნული სიტყვებისთვის დონალდ ტრამპმა ნინო ზამბახიძეს მადლობა გადაუხადა.
ქალების განვითარებისა და კეთილდღეობის გლობალური ინიციატივა (W-GDP) — ასე ეწოდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ წამოწყებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წინსვლასა და სტაბილურობაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. პროექტის ავტორი პრეზიდენტის მრჩეველი ივანკა ტრამპია და იგი მიზნად ისახავს 50 მილიონ ქალს დაეხმაროს მომავალი 6 წლის განმავლობაში. პროექტის ბიუჯეტი 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო ხელშეკრულება — ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის 2013 წელს გაფორმდა. მისი მოცულობა 140 მილიონი აშშ დოლარია. ათასწლეულის გამოწვევების ფონდის ცნობით, ეს არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები