My Best Friend's Wedding-ის მსახიობები 22 წლის შემდეგ თავიდან შეიკრიბნენ

ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილის გამოსვლიდან 22 (!) წელი გავიდა, თუმცა ამერიკული რომანტიკული კომედიის გმირები ჩვენი გულების დაპყრობას ძველებურად ახერხებენ.
ამიტომაც, Entertainment Weekly-იმ გადაწყვიტა, რომ ჯულია რობერტსი, კამერონ დიაზი, დერმოტ მალრუნი და რუპერტ ევერეტი ერთად შეეკრიბა.
როგორც გამოცემა წერს, ჯულია რობერტსი და დერმოტ მალრუნი, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც მეგობრობენ, ჩაწერაზე ერთად მივიდნენ.
"კამერონი გვაჩვენეთ!" - ეს იყო ჯულიას პირველი სიტყვები, როცა ინტერვიუზე გამოცხადდა. გამოცემა რობერტსა და მალრუნს ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ღიმილის პატრონებს უწოდებს, რამაც, გუნდის გადამდებ ენერგიასთან ერთად, ფოტოსტუდია ხალისით აავსო.
ფოტო: Entertainment Weekly
ფოტო: Entertainment Weekly
ფოტო: Entertainment Weekly
ფოტო: Entertainment Weekly
I Say a Little Prayer-ის გახსენებისას, მსახიობებმა კარაოკეს საკულტო სცენის გადაღებაზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ძალიან ნერვიულობდნენ.
თუმცა ის მაინც ასეთი დაუვიწყარი გამოვიდა და სამუდამოდ დარჩა ჩვენს მეხსიერებაში.
ის კადრები, რომლებიც ჟურნალში არ მოხვდა, მსახიობებმა და ჟურნალისტმა რუვენ აფანადორმა საკუთარ პროფილებზე გამოაქვეყნეს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები