საქართველოს ფოსტის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ფოსტისთვის 2018 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო. გატარდა მრავალი რეფორმა, დაინერგა ახალი პროდუქტები და განხორციელდა წარმატებული პროექტები, რის შედეგადაც კომპანიამ წელი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა. 2018 წელს კომპანიის აქტივის ღირებულება გაიზარდა 12 მილიონი ლარით და 85 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წლიური ბრუნვა 90 მილიონი ლარიდან 103 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომპანიას ზრდა ჰქონდა როგორც კორპორატიული, ასევე საცალო გაყიდვების მიმართულებით. საქართველოს ფოსტა 2018 წელს მოემსახურა 300 000-მდე საცალო მომხმარებელს და 1 000-მდე კორპორატიული კლიენტს.
ასევე აღსანიშნავია საქართველოს ფოსტის ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდა საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით. ამ კუთხით საერთაშორისო შეფასების სისტემის მიხედვით, კომპანიამ ყველა კომპონენტში (ინფორმაციის გაცვლა, გზავნილის ჩაბარება და ა.შ.) როგორც ამანათის, ასევე EMS გზავნილების კატეგორიაში გადააჭარბა 98%-იან ნიშნულს. რაც შეეხება რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებს 2018 წლის Prime-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ფოსტა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ხუთეულში შევიდა და გაასწრო მსოფლიოს ბევრ წამყვან საფოსტო ადმინისტრაციას. ასევე აუდიტორიული კომპანია PWC-ის 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ფოსტამ მსოფლიო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. "ტექნოლოგიურად განვითარებული, მომხმარებელზე ორიენტირებული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი", - ასე აფასებენ საქართველოს ფოსტას მსოფლიო საფოსტო კავშირის ხელმძღვანელები და მსოფლიოს წამყვანი საფოსტო ოპერატორები.
გასულ წელს საქართველოს ფოსტა ფოკუსირებული იყო ელექტრონული კომერციის მიმართულებით პროდუქტ მალეოზე და ახლად დანერგილ პროდუქტზე "ქართული პროდუქტი მსოფლიოს". მალეოს მიზანია ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მაცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. პროდუქტის დახმარებით საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შესაძლებელი გახდა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად ამანათების გამოწერა უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან. "ქართული პროდუქტი მსოფლიოს" გახლავთ ელექტრონული კომერციის B2B მიმართულება, პლატფორმა ელექტრონული კომერციით დაკავებულ ადგილობრივ მეწარმეებს საშუალებას აძლევს საქართველოს ფოსტის სერვისის დახმარებით მოახდინონ მომხმარებლის მიერ ონლაინ რეჟიმში შეძენილი პროდუქტის მყიდველისთვის ჩაბარება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. საქართველოს ფოსტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას და ქართული წარმოების გაფართოებას, რაც ასევე დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე.
2018 წელს საქართველოს ფოსტამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტთან თიბისი ბანკთან. თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებში განახორციელონ მათთვის სასურველი საბანკო ოპერაციები. თანამშრომლობის მიზანია მომხმარებლების დროის დაზოგვა, ასევე საფოსტო და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
გასულ წელს საქართველოს ფოსტამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლა, საქართველოში ჩატარდა PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარული სხდომა, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ესტუმრნენ 49 ევროპული ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილული იქნა საფოსტო რეფორმები, საფოსტო სფეროს განვითარების გეგმები და წევრთა შორის პარტნიორული კავშირების გამყარების შესაძლებლობები. ასევე საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით პირველად საქართველოში გაიმართა ბიზნეს ინოვაციების ფორუმი, რომელსაც 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ წარმოადგინეს საფოსტო ბიზნესთან და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტები და ხედვები.
საქართველოს ფოსტა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ იგი ყოველწლიურად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, ასევე მრავალფეროვანს და მომხმარებელზე მორგებულს ხდის საფოსტო პროდუქტებს. მიმდინარე წელს კომპანია გეგმავს რიგი სერვის ცენტრების განახლებას თბილისსა და რეგიონებში, ახალი სერვისების დანერგვას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით საქართველოში. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კომპანიის 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს. საქართველოს ფოსტა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, კომპანიაში დასაქმებულია 2 800-ზე მეტი კადრი. საქართველოს ფოსტა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგებს და დღეს კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს.
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები